loader

მოზარდებმა “პრანკის“ გადაღება გადაწყვიტეს, თუმცა ახლა მათ 5 წლიანი პატიმრობა ემუქრებათ - რა მოხდა რუსეთში? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მოზარდებმა “პრანკის“ გადაღება გადაწყვიტეს, თუმცა ახლა მათ 5 წლიანი პატიმრობა ემუქრებათ - რა მოხდა რუსეთში?

რუსეთის ფედერაციაში, ხაკასეთის დედაქალაქ აბაკანში მოზარდება საკუთარი სასაცილო ვიდეოების მორიგი სერიალის გადაღება გადაწყვიტეს.

მათ მეგობარი, მეტსახელად “კაპუჩინო“ საკვებისთვის განკუთვნილი ცელოფნით ბეტონის ბოძზე გააკრეს, ვიდეო გადაიღეს და ინტერნეტში გაავრცელეს.

როგორც ვიდეოში ჩანს, არც ერთი მონაწილე გადაღების წინააღმდეგი არ არის, თუმცა კადრები რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის თანამშრომლებმა იხილეს, ამ ხუმრობაში მაშინვე დაინახეს დანაშაულის ელემენტები და გადაწყვიტეს მოზარდების წინააღმდეგ საქმის აღძვრა. ახლა მათ ბრალი ედებათ რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 127-ე მუხლით უკანონო თავისუფლების აღკვეთისა და ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთის შესახებ.

ვიდეო: Baza