"მოღალატეებო, უზრდელი ეს! გადაღებული მაქვს ვიდეო და აუცილებლად ვაჩვენებ მთელ საქართველოს" - რა მოხდა ბათუმში?
"არსება, რომელსაც "ლელოს" წარმომადგენლად და ხაზარაძის თანმხლებ პირად მოვიხსენიებ - მევახშე მამუკა ხაზარაძის ცოლი ირინა ხიდაშელი აღმოჩნდა... დიახ, დღეს ბათუმში, უკრაინის მხარდასაჭერ მიტინგზე, მევახშე ხაზარაძის ცოლმა დამიხია პლაკატი მიხეილ სააკაშვილის თავისუფლების მოთხოვნით... იხილეთ ფაქტის ამსახველი ვიდეო..." - ამის შესახებ ირმა შარაძე სოციალურ ქსელში წერს და ვიდეოს აქვეყნებს.