"ამას გავანადგურებთ! ყველას მოგიწოდებთ, შეუქმენით მაქსიმალური დისკომფორტი" - რა მოხდა საქართველოს ერთ-ერთ ავტოპტოფილაქტიკაში მას შემდეგ, რაც რუსული ნომრით მანქანა მიიყვანეს?
"ნომერს ეწერა "საჰაერო-სადესანტო", ანუ სახელმწიფომ შემოუშვა ქვეყანაში... მაგრამ შერეკილები რის შერეკილებია, ეს რომ გაატაროს... მარტოა ჩემი ერთი პატარა ძმა მანდ და მარტო გაბედა. არა ბიჭოს, მოსკოვს დავეკითხებით. ამას ვგულისხმობ, რომ გავიძახი მოქმედება-თქო. ყველამ ასე რომ იმოქმედოს, ფეხებსაც ვერ მოგვჭამენ ძირში, როცა კანონით მოქმედებ. ოკუპირებულ ქვეყანაში არ უნდა გავახაროთ ოკუპანტები. მადლობა გიო ამისთვის... გამახარე დღეს" - ამის შესახებ უკრაინაში მებრძოლი ავთო ქაჯაია სოციალურ ქსელში წერს და ვიდეოს აქვეყნებს.