loader

"არ მოგესმათ, არ ვიცი ეს ახალი ხრიკია თუ რა არის, როგორ კადრულობენ ამას?" - რა უნდა იცოდეთ, თუ ბანკში სესხი გაქვთ და ვეღარ იხდით - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"არ მოგესმათ, არ ვიცი ეს ახალი ხრიკია თუ რა არის, როგორ კადრულობენ ამას?" - რა უნდა იცოდეთ, თუ ბანკში სესხი გაქვთ და ვეღარ იხდით

თუ სესხის გადახდის პრობლემა გახანგრძლივდა ან გაჩნდა რისკი, რომ გადახდას საერთოდ ვეღარ შეძლებთ, სიტუაციაც, შესაბამისად, უფრო რთულდება. ზოგჯერ, შეიძლება იფიქროთ, რომ სესხის გამცემთან ურთიერთობის შეწყვეტა და მისგან დამალვა საუკეთესო გამოსავალია. თუმცა, სინამდვილეში, პირიქითაა - კრედიტორთან კომუნიკაცია საკითხის მოგვარების საუკეთესო საშუალებაა. სესხის გადახდის გართულებისას, პირველ რიგში, მნიშვნელოვანია, ბოლომდე გააცნობიეროთ პრობლემის გამომწვევი მიზეზები და იპოვოთ მისი მოგვარების გზები. სესხის ხანგრძლივი ვადაგადაცილებისას კი კრედიტორი, როგორც წესი, სხვა, დამატებით ზომებს იღებს.

გიორგი ყოჩიაშვილი ერთ- ერთია იმ უამრავ ადამიანს შორის, რომელიც სესხის დაფარვას ვეღარ ახერხებს. ამბობს რომ სამსახური დაკარგა და ამის შესახებ ბანკს აცნობა, შეადგინეს გრაფიკი, თუმცა ამის მიუხედავად, მაინც ვერ ახერხებს სესხის გადახდას.