"გამოვარდა მანქანა, მერე ავყირავდი და საერთოდ არაფერი მახსოვს" - რუსთავში ავარია მოხდა
რუსთავში, მშენებელთა ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.
საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, ერთმანეთს "მერსედესის" მარკის სამგზავრო მიკროავტობუსი და მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.
შემთხვევის დროს 5 მგზავრი დაშავდა, ისინი სასწრაფო დახმარევის ეკიპაჟმა კლინიკაში გადაიყვანა.