loader

უკრაინელებმა ტოკმაკში რუსების საბრძოლო მასალის საცავი გაანადგურეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

უკრაინელებმა ტოკმაკში რუსების საბრძოლო მასალის საცავი გაანადგურეს

უკრაინელმა დამცველებმა წუხელ, ოკუპირებულ ქალაქ ტოკმაკში რუსების საბრძოლო მასალის საცავი გაანადგურეს. საბრძოლო მასალის განადგურების ამსახველ ვიდეოს ტოკმოკიდან ოდესის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის პრესსპიკერი, სერჰი ბრაჩუკმა აქვეყნებს.

„ზაპოროჟიეს ოლქის დროებით ოკუპირებულ ტოკმაკში რაშისტების საბრძოლო მასალების საწყობი გიზგიზებს“, - წერს ბრაჩუკი.

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ხერსონის ოლქის ნოვოვოსკრესენსკოეს დასახლებაში საბრძოლო მასალის საცავი გაანადგურეს.