loader

"SOS! გვიშველეთ! ვტირი, მესხეთში ვისვენებ და დაკვამლიანება უკვე თურქეთის საზღვარს მისწვდა... საძინებელშიც კი სუნია, ყელი მეწვის" - რა ინფორმაცია ვრცელდება სოციალურ ქსელში? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"SOS! გვიშველეთ! ვტირი, მესხეთში ვისვენებ და დაკვამლიანება უკვე თურქეთის საზღვარს მისწვდა... საძინებელშიც კი სუნია, ყელი მეწვის" - რა ინფორმაცია ვრცელდება სოციალურ ქსელში?

მოქალაქე ცირა მესხისშვილი სოციალურ ქსელში ფოტომასალას ავრცელებს და წერს, რომ ბორჯომში არსებული ხანძარი ისევ მძლავრია, დაკვამლიანება კი უკვე თურქეთის საზღვარს მისწვდა.

მისი თქმით, შავშეთის ერუშეთისა და მესხეთის ქედი კი აღარ ჩანს, ცეცხლი კი დასახლებული პუნქტინდან 5 კმ-შია.

"SOS! დაარისხეთ ზ ა რ ე ბ ი, ხალხო! დ ა ა რ ი ს ხ ე თ და ითხოვეთ მეზობელი ქვეყნებიდან დახმარება. თორემ, თაობები შეგვაჩვენებენ! მაინც და მაინც აწყური და თისელი, ურავლის ხეობა და საფარაც უნდა გადაიბუგოს? ვაააააა!- იტყვი რამეს და გამომიხტებიან აქ პარტიული ნიშნებით.თქვენი ხმა არ გავიგონო, თორემ!...ისედაც გამწარებული ვარ.

გესმით, ხალხოო? გესმით? მარტო ექსკურსიებზე და ტურებით კი არ უნდა ინტერესდებოდეთ მესხეთით, გვიშველეთ, თორემ წაიღებს ყვავ- ყორანი ისევ, როგორც ოდესღაც იყო! ფეხზე დადექ, საქართველოოოოოვ!

ვტირი, მესხეთში ვისვენებ. დაკვამლიანება უკვე თურქეთის საზღვარს მისწვდა. შავშეთის ერუშეთისა და მესხეთის ქედი აღარ ჩანს. კვამლშია გახვეული! საძინებელშიც კი სუნია, ყელი მეწვის. წარმომიდგენია, რა ხდება იქ. აწყური- ჩემი მშობლების სიყვარულის ნავსაყუდელია.

ეს ფოტო აწყურის ტყეშია გადაღებული. ცეცხლი სოფლიდან უკვე 5 კმ- შია.

გვიშველეთ, ჩემო მეგობრებო, მწერლებო, ხელოვანებო!

მოგიხმობთ "სიყვარულის საელჩო... მუხლმოყრილი გევედრებათ თქვენი შაშვი" - წერს ციური ასპანიძე-მესხიშვილი.

რამდენიმე წუთის წინ გავრცელდა ინფორმაცია,მრომ საერთაშორისო დახმარების ფარგლებში, ბორჯომის მუნიციპალიტეტში, დილიდან ხანძრის სექტორების დამუშავების პროცესში თურქეთის რესპუბლიკის 8-ტონიანი ავზის მქონე სახანძრო თვითმფრინავი ჩაერთო.