loader

მიხეილ სააკაშვილი განცხადებას ავრცელებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მიხეილ სააკაშვილი განცხადებას ავრცელებს

მიხეილ სააკაშვილი განცხადებას ავრცელებს:

“ივლისის დასაწყისიდან დონბასშიც კი რუსები პრაქტიკულად ვერ წავიდნენ წინ. მაქსიმუმ სექტემბრის ბოლომდე უკრაინელები გაათავისუფლებენ ხერსონს, ერთადერთ რეგიონულ ცენტრს, რომელიც შემოჭრის შემდეგ აიღეს რუსებმა.

რუსეთს დარჩა არტილერიის 4-5 თვის მარაგი მაშინ, როცა უკრაინის საარტილერიო არსენალი მუდმივად იზრდება. ძირითადი იარაღი დასავლეთიდან უკრაინაში შევა შემოდგომაზე.ჩემთვის მაინც მთავარი მაჩვენებელი არის ის, რომ უკრაინელების 90%-ზე მეტს სჯერა გამარჯვების. უკრაინელები, როგორც წესი, კარგად არიან ინფორმირებული და პროპაგანდას არ უჯერებენ.

ისინი საკუთარ ინფორმაციას და დასკვნებს ეყრდნობიან.“ - წერს მიხეილ სააკაშვილი.