loader

“მინდა დავადასტურო ჩვენი მხარდაჭერა უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტის, თქვენი დეოკუპაციის სტრატეგიის მიმართ“ - სალომე ზურაბიშვილი „ყირიმის პლატფორმის“ სამიტზე სიტყვით გამოვიდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

“მინდა დავადასტურო ჩვენი მხარდაჭერა უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტის, თქვენი დეოკუპაციის სტრატეგიის მიმართ“ - სალომე ზურაბიშვილი „ყირიმის პლატფორმის“ სამიტზე სიტყვით გამოვიდა

ის მოვლენები, რაც უკრაინაში განვითარდა, საქართველოსთვის კარგად ნაცნობია, მან ჩვენ მრავალი ჭრილობა გაგვახსენა. კრემლის აგრესია მშვიდობიანი მეზობლების წინააღმდეგ იმ გზას მიუყვება, რომელიც საქართველომ უკვე სამჯერ გამოცადა, შესაბამისად ჩვენ ვიცით რას ნიშნავს ოკუპაცია და შემოჭრა, ვიცით რა ფასს იხდიან თქვენი მებრძოლები და სამოქალაქო პირები, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „ყირიმის პლატფორმის“ მეორე სამიტზე განაცხადა.

„ქართველების სახელით, მინდა კიდევ ერთხელ გამოვთქვა აღფრთოვანება თქვენი მამაცი ბრძოლის მიმართ და გამოვხატო მტკიცე რწმენა, რომ თქვენ ამ ბრძოლას გამარჯვებით დაასრულებთ. თქვენი ბრძოლა უკვე გამარჯვებითაა აღსავსე, რადგან ის რუსეთის დაუმარცხებლობისა და დაუსჯელობის თვითრწმენას აღუდგა წინ, თქვენი ბრძოლა გამარჯვებითაა აღსავსე ასევე იმიტომ, რომ მან საერთაშორისო საზოგადოების უპრეცედენტო პასუხი გამოიწვია, ისეთი, როგორიც ვლადიმერ პუტინს 2014 და 2008 წლებში არ უნახავს. დღევანდელი პასუხი მომავალს შეცვლის.