loader

"მივმართავ "შემსრულებლებს" - სოსო გოგაშვილი მორიგ განცხადებას ავრცელებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"მივმართავ "შემსრულებლებს" - სოსო გოგაშვილი მორიგ განცხადებას ავრცელებს

პატიმრობაში მყოფი სუს-ის ხელმძღვანელის ყოფილმა მოადგილემ, სოსო გოგაშვილმა განცხადება გაავრცელა, რომელშიც, როგორც თავად აცხადებს, ის მიმართავს იმ ადამიანებს, რომლებიც დაკავებული არიან „მტკიცებულებების ფალსიფიკაციით, კამერების ჩანაწერების წაშლით, შეცვლითა და გაყალბებით“.

როგორც გოგაშვილი აღნიშნავს, ეს პირები არიან „ორმაგი დამნაშავეები“ და ემსახურებიან „რაშისტულ ოცნებას“.

„მივმართავ იმ ადამიანებს ე.წ „შემსრულებლებს“, ვინც ამჟამად დაკავებულია მტკიცებულებების ფალსიფიკაციით, კამერების ჩანაწერების წაშლით, შეცვლით, გაყალბებით - ეს ხელისუფლება მუდმივად ვერ იქნება და თითოეული თქვენგანი უმკაცრესად აგებს პასუხს კანონის წინაშე. თქვენ ხართ ორმაგი დამნაშავეები, ერთი რომ აყალბებთ საქმეს და მეორე, ემსახურებით ოკუპანტებს. შეინარჩუნეთ ღირსება ოფიცრებო, ემსახურეთ საქართველოს და არა რაშისტულ ოცნებას, რომელიც ქვეყანას ანადგურებს“, - წერია სოსო გოგაშვილის მიერ გავრცელებულ მიმართვაში.