loader

"გაფრთხილება ვინც ბათუმისკენ ისვენებთ! ძალიან, ძალიან ფრთხილად იყავით ზღვაზე ყოფნისას" - რა ინფორმაცია ვრცელდება სოციალურ ქსელში? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"გაფრთხილება ვინც ბათუმისკენ ისვენებთ! ძალიან, ძალიან ფრთხილად იყავით ზღვაზე ყოფნისას" - რა ინფორმაცია ვრცელდება სოციალურ ქსელში?

"გაფრთხილება ვინც ბათუმისკენ ისვენებთ! ძალიან, ძალიან ფრთხილად იყავით ზღვაზე ყოფნისას, რადგან, სანაპიროზე დადიან სხვის ნივთებზე მონადირე ახალგაზრდები, რომლებიც უსინდისოდ იპარავენ დამსვენებლების ნივთებს!" - ამის შესახებ სოციალური ქსელის ერთ-ერთ ჯგუფში ნათია ხურშუბაძე წერს.

მისი თქმით, ჩანთა, რომელიც შეზლონგის ქვეშ დატოვა, მოპარვას, შეზლონგის გამქირავებელმა გადაარჩინა.

"სასოწარკვეთას ცოტა დამაკლდებოდა, რომ არა შეზლონგების გამქირავებელი ბიჭები, რომლებმაც, ჩვენს ზღვაში ნებივრობის დროს, გადაგვარჩინეს ჩვენი ნივთების მოპარვას.

ზღვაში ჩასვლისას, ჩანთა შევდე შეზლონგის ქვეშ, რომ ამოვედი, ეს ჩანთა დამხვდა გარეთ. კი გამიკვირდა, მაგრამ ვიფიქრე, რომ ჩემმა ქმარმა გადაანაცვლა, მაგრამ თურმე სადა ბანაობ?! სანამ ზღვაში ვცურავდით, ერთი ვერაგი ადამიანი, ჯერ ჩამომჯდარა ჩვენს შეზლონგზე, შემდეგ გამოუცურებია ეს ჩვენი ჩანთა და მიჰქონდა, რა დროსაც ამ ღვთისნიერმა ბიჭებმა შეაჩერეს და წაღლიტეს ეს ჩვენი ჩანთა ქურდს.

უკიდეგანოდ მადლიერი ვარ იმ ბიჭების, რომლებმაც გადაგვარჩინეს სასოწარკვეთას და მთელი დასვენების ჩამწარებას. ღმერთი გაახარებს ყველა ეგეთ ადამიანს ერთი სიტყვით. იმედი მაქვს, გამოგადგებათ ჩემი გაფრთხილება. ბედნიერ დასვენებას გისურვებთ ყველას" - წერს ნათია ხურშუბაძე.