loader

დონეცკში რუსულ-აფხაზური ბატალიონის, „პიატნაშკას“ ბაზა იწვის - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

დონეცკში რუსულ-აფხაზური ბატალიონის, „პიატნაშკას“ ბაზა იწვის

ოკუპირებული დონეცკის გარეუბანში რუსულ-აფხაზური ბატალიონის „პიატნაშკას“ ბაზაზე ხანძარი გაჩნდა, - ინფორმაციას მედია საშუალებები ლუგანსკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე, სერჰი გაიდაიზე დაყრდნობით ავრცელებს.

„კარგი ამბავი. ახლა დონეცკში, ვიღაცამ ან ისევ დაუდევრად მოწია, ან „ციდან ქვები“ ჩამოცვივდა - ინტერნაციონალური ბანდის, ცნობილი „პიატნაშკას“ ბაზას ცეცხლი გაუჩნდა“, - აცხადებს გაიდაი.

მისი თქმით, მოწინააღმდეგის მხარეს ბევრი დაღუპული და დაშავებულია, განადგურდა ტექნიკაც.

უკრაინული მედია წერს, რომ ბატალიონი "პიატნაშკა" - უკანონო შეიარაღებული ფორმირებაა, რომელიც ძირითადად აფხაზებისგან შედგება. აღმოსავლეთ უკრაინაში ომის დროს ფორმირების წევრები რუსი ბოევიკების რიგებში იბრძოდნენ. იგი 2014 წლის ივნისში შეიქმნა.