loader

საზარელი ავარია, გარდაიცვალა 16 და 29 მძიმე მდგომარეობაშია - პირველი კადრები თურქეთიდან, სადაც ბენზინგასამართ სადგურთან სატვირთო მანქანა მსუბუქ ავტომობილებს დაეჯახა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

საზარელი ავარია, გარდაიცვალა 16 და 29 მძიმე მდგომარეობაშია - პირველი კადრები თურქეთიდან, სადაც ბენზინგასამართ სადგურთან სატვირთო მანქანა მსუბუქ ავტომობილებს დაეჯახა

თურქეთში, მარდინის პროვინციაში მომხდარ ავარიას 16 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, დაშავებულია 29 ადამიანი.

თურქული მედიის ცნობით, ავარია მარდინის პროვინციაში მოხდა. ბენზინგასამართ სადგურთან სატვირთო მანქანა მსუბუქ ავტომობილებს დაეჯახა და ამოტრიალდა. მოგვიანებით, საპირისპირო გზიდან მომავალი სატვირთო ადგილზე მისულ სასწრაფო დახმარების მანქანას დაეჯახა. დაღუპულთა შორის არიან ბავშვები.

შეგახსენებთ, რომ დღეს თურქეთში კიდევ ერთი ავარია გაზიანთეფის პროვინციაში მოხდა. თურქული მედიის ცნობით, საინფორმაციო სააგენტო „იჰლასის“ სატრანსპორტო საშუალებას სამგზავრო ავტობუსი დაეჯახა, რის შედეგად დაიღუპა 16 ადამიანი, მათ შორის 3 მეხანძრე, 4 მედპორსონალი, 2 ჟურნალისტი.