loader

“მოძალადე ხშირად შენიღბულია, მას შეუძლია წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვოს... შეიგნეთ და ნუ დარბიხართ ჟურნალისტებო ფემიციდის ფაქტის შემდეგ მეზობელ- მეზობელ, ნუ სვამთ ამ სულელურ შეკითხვას“ - მაია ცირამუა მიმართვას ავრცელებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

“მოძალადე ხშირად შენიღბულია, მას შეუძლია წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვოს... შეიგნეთ და ნუ დარბიხართ ჟურნალისტებო ფემიციდის ფაქტის შემდეგ მეზობელ- მეზობელ, ნუ სვამთ ამ სულელურ შეკითხვას“ - მაია ცირამუა მიმართვას ავრცელებს

ფსიქოლოგი მაია ცირამუა მოძალადის “პორტრეტს“ აღწერს:

“მოძალადე ხშირად შენიღბულია, მას შეუძლია წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვოს, კაი სალამი გითხრას, იქნებ მეზობლის ქალს ჩანთაც აატანინოს სახლამდე.

მოძალადემ იცის როგორ მოექცეს მსხვერპლს, რომ ხმის ამოღება ვერ გაბედოს, ხან პირუტყვივით ექცევა, ხან ბოდიშს უხდის, ხან მზრუნველ ქმარს თამაშობს, შეიძლება ისეთი დღესასწაული მოუწყოს “თავის ქალს”, დაქალებს რომ შეშურდეთ. ერთი ხელით სულს ხდის, მეორეთი ეფერება. მის იზოლაციას ცდილობს. ნელა-ნელა ჩამოაშორებს მეგობრებს, ოჯახის წევრებს…

შ ე ი გ ნ ე თ და ნუ დარბიხართ ჟურნალისტებო ფემიციდის ფაქტის შემდეგ მეზობელ- მეზობელ და ნუ სვამთ ამ სულელურ შეკითხვას - “აქამდე რამე შენიშნეთ?” “რას იტყვით მკვლელზე? “ - ტეხავს ამ კითხვის დასმა, რადგან შენს გაუნათლებლობაზე მეტყველებს და ასეთ თემას რომ აშუქებ, ცოტა რამ მაინც უნდა იცოდე მოძალადე- მსხვერპლის ბუნებაზე.

ძ ა ლ ა დ ო ბ ა არასოდეს არის მსხვერპლის ბრალი, ა რ ა ს ო დ ე ს! ეს ბოროტი, სასტიკი საზოგადოების შ ე კ ვ ე თ ა ა, რომელიც კაცისგან ითხოვს ოყოს დომინანტი, აკონტროლოს, დაიმორჩილოს.

გრცხვენოდეთ ყველას, ვინც ბასილაშვილის საქმეში ქალის მხარეს არ დგახართ. თქვენზეა ყველა სისასტიკე, რაც ამ ქვეყანაში ხდება.“ - წერს მაია ცირამუა.