ამერიკაში მოღვაწე მეუფე საბას ემოციური რეაქციები მერაბ დვალიშვილის ბრძოლის დროს ინტერნეტს იპყრობს - “lets go მერაბ...“
“გილოცავ მერაბ, ჩემი ემოციები შენ და ჩემ ქვეყანას ეკუთვნის“ - წერს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ჩრდილოეთ ამერიკის ეპისკოპოსი, მეუფე საბა ინწკირველი ვიდეომიმართვას ავრცელებს.
დღეს, 21 აგვისტოს გამთენიისას, მერაბ დვალიშვილი ლეგენდარულ ბრაზილიელს, ჟოზე ალდოს დაუპირისპირდა და უშანსოდ დაამარცხა.
ქართველმა 3 რაუნდიდან სამივე თავის სასიკეთოდ დაასრულა და ორგანიზაციაში ჩატარებული მე-10 ბრძოლიდან მე-8 თავის სასიკეთოდ დაასრულა, თანაც აღსანიშნავია, რომ ჩვენებურს ზედიზედ 8 გამარჯვებიანი სერია აქვს.