loader

"მეგონა, ყველაფერი კარგად იქნებოდა... გამაგებინეთ რანაირად მოხვდა ჩემი შვილის ხელში იარაღი?" - გლ­და­ნის ცი­ხის პა­ტი­მარ­მა სავარაუდოდ, ბად­რაგს ია­რა­ღი წა­არ­თვა და თვით­მკვლე­ლო­ბა სცა­და - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"მეგონა, ყველაფერი კარგად იქნებოდა... გამაგებინეთ რანაირად მოხვდა ჩემი შვილის ხელში იარაღი?" - გლ­და­ნის ცი­ხის პა­ტი­მარ­მა სავარაუდოდ, ბად­რაგს ია­რა­ღი წა­არ­თვა და თვით­მკვლე­ლო­ბა სცა­და

გლ­და­ნის ცი­ხის პა­ტი­მარ­მა სავარაუდოდ, ბად­რაგს ია­რა­ღი წა­არ­თვა და თვით­მკვლე­ლო­ბა სცა­და. როგორც ოჯახის წევრები ამბობენ, სამართალდამცველებმა მათ უთხრეს, რომ გუ­რამ სვა­ნი­ძემ ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღით ჭრი­ლო­ბა თა­ვის არე­ში მი­ი­ყე­ნა. მას ოპერაცია უკვე ჩაუტარდა, ამ წუთებში კი მართვიდ სუნთქვაზე იმყოფება

გუ­რამ სვა­ნი­ძის ოჯახის წევრები ასევე ამბობენ, რომ მათ უთხრეს, რომ სუ­ი­ცი­დის მცდე­ლო­ბა იმ დროს მოხ­და, როცა ბრალ­დე­ბულს ფსი­ქი­ატ­რი­უ­ლი და­წე­სე­ბუ­ლე­ბი­დან სას­ჯე­ლა­ღას­რუ­ლე­ბის და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში აბ­რუ­ნებ­დნენ.

არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, 28 წლის კაცს ფსი­ქი­კუ­რი ჯან­მრთე­ლო­ბის პრობ­ლე­მე­ბი ჰქონ­და. გუ­რამ სვა­ნი­ძე მიმდინარე წლის 2 აგ­ვის­ტოს და­ა­კა­ვეს. მისი და­კა­ვე­ბის მი­ზე­ზი გახ­და საწ­ვა­ვი, რომ­ლის სა­ფა­სუ­რიც 28 წლის ბიჭ­მა არ გა­და­ი­ხა­და.