loader

სოჭის საერთაშორისო აეროპორტის მახლობლად ხანძარი გაჩნდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

სოჭის საერთაშორისო აეროპორტის მახლობლად ხანძარი გაჩნდა

სოჭის საერთაშორისო აეროპორტის მახლობლად ხანძარი გაჩნდა. ხანძრის ამსახველი ვიდეოკადრები სოციალურ ქსელში გავრცელდა.

რუსული მედია საგანგებო სიტუაციების სამინისტროს კრასნოდარის ტერიტორიის მთავარი სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება, რომ გაჩენილ ხანძარს აეროპორტის მუშაობა არ შეუფერხებია.

ხანძარი უკვე ლოკალიზებულია.

„აეროპორტის ტერიტორიაზე არაფერი არ იწვის, ამ ტერიტორიაზე დამხმარე შენობას გაუჩნდა ხანძარი, ხანძარი უკვე ლოკალიზებულია, მიმდინარეობს ინფორმაციის დაზუსტება“, - აცხადებენ უწყებაში.