loader

"როგორ "გადაარჩინა" რუსეთმა საქართველო" - "ამ ხუ***ებს ჰგონიათ, რომ წიგნში რუსეთზე კარგი რამეები წერია და გაბრწყინებული თვალებით იხდიან არც თუ მცირე საფასურს"; ამბავი ბათუმიდან - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"როგორ "გადაარჩინა" რუსეთმა საქართველო" - "ამ ხუ***ებს ჰგონიათ, რომ წიგნში რუსეთზე კარგი რამეები წერია და გაბრწყინებული თვალებით იხდიან არც თუ მცირე საფასურს"; ამბავი ბათუმიდან

სოციალურ ქსელში მომხმარებელი ნუკრი კაკულია წერს, რომ ბათუმში მყოფი რუსები ყიდულობენ წიგნს სახელწოდებით - "როგორ "გადაარჩინა" რუსეთმა საქართველო".

მისი თქმით, წიგნშიი მოყოლილია რუსეთის იმპერიის დანაშაულებები საქართველოს მიმართ, მაგრამ თუ ყურადღებით არ ხარ და მხოლოდ სათაურით არჩევ წიგნს, შეიძლება არასწორი დასკვნა გამოიტანო, Спасала-სთან დასმულ ბრჭყალებს თუ არა დააკვირდი.

"ბათუმში ვართ, წიგნების გამოფენა-გაყიდვას ვაწყობთ.

"არტანუჯის" გამოცემული ეს წიგნიც გვაქვს, სადაც მოყოლილია რუსეთის იმპერიის დანაშაულებები ჩვენი ქვეყნის მიმართ, მაგრამ თუ ყურადღებით არ ხარ და მხოლოდ სათაურით არჩევ წიგნს, შეიძლება არასწორი დასკვნა გამოიტანო, Спасала-სთან დასმულ ბრჭყალებს თუ არა დააკვირდი.

მოგეხსენებათ, გაგანია ტურისტული სეზონია. უამრავი რუსი დადის, რომლებიც დიდი ენთუზიაზმით ყიდულობენ ამ წიგნს. ამ ხუილოებს ჰგონიათ, რომ წიგნში რუსეთზე კარგი რამეები წერია და გაბრწყინებული თვალებით იხდიან არც თუ მცირე საფასურს.

მოკლედ, მარაგი აღარ გვაქვს..." - წერს ნუკრი კაკულია.