loader

"რუსეთმა დონბასში მასიური შეტევა დაიწყო, ბრძოლები 3 მიმართულებით მიმდინარეობს" - უკრაინის გენშტაბი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"რუსეთმა დონბასში მასიური შეტევა დაიწყო, ბრძოლები 3 მიმართულებით მიმდინარეობს" - უკრაინის გენშტაბი

რუსეთმა დონბასში, რამდენიმე მიმართულებით მასიური შეტევა დაიწყო, ბრძოლები გრძელდება, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციაშია აღნიშნული.

მათივე ცნობით, სლავიანსკის მიმართულებით, ტანკებით, არტილერიითა და მრავალჯერადი სარაკეტო სისტემებით დაბომბვა დაფიქსირდა ნემალენკოეს, სულიგოვკასა და მაზანოვკას მახლობლად.

ამასთან, მოწინააღმდეგის ქვედანაყოფები თავდასხმის ოპერაციების ჩატარებას ცდილობდნენ ნოვოდმიტროვკასთან, ვერნოპოლიესა და კურულკასთან ახლოს, მაგრამ უკრაინელმა სამხედრებმა ისინი უკუაგდეს და უკან დახევა აიძულეს.

გენშტაბში აცხადებენ, რომ კრამატორსკის მიმართულებით მოწინააღმდეგემ ქვემეხიდან და სარაკეტო არტილერიიდან ცეცხლი გაუხსნა რამდენიმე დასახლებას. რუსული ძალები ივანო-დარიევკას მახლობლად შეტევის განხორციელებას ცდილობენ, ბრძოლა გრძელდება. უწყების ცნობით, ბახმუტის მიმართულებით რუსულმა ძალებმა ცეცხლი გაუხსნეს სამოქალაქო ინფრასტრუქტურას ზაიცევოს, ბახმუტსკოეს, ვესელოეს, ბახმუტის, ანდრეევკას, კოდემასა და მაიორსკის დასახლებებში.

„ოკუპანტებმა თავდასხმის ოპერაციები განახორციელეს ბახმუტის, ზაიცევოესა და კოდემას დასახლებების ტერიტორიებზე, თუმცა წარუმატებლად. ბრძოლა გრძელდება. ავდიივკას მიმართულებით დამპყრობლებმა გამოიყენეს ტანკები, ქვემეხები და სარაკეტო არტილერია ნოვობახმუტოვკას, ნეველსკოეს, ნესკუჩნოეს, ალექსანდროპოლის, კერამიკის, კერმენჩიკისა და პესკოვის ტერიტორიებზე. მოწინააღმდეგე წინ მიიწევს ოპიტნოესა და მაიორსკის დასახლებების ტერიტორიებზე, მაგრამ წარმატების გარეშე ბრძოლა გრძელდება“, - აცხადებენ გენშტაბში.

მათივე ცნობით, ნოვოპავლოვსკის მიმართულებით დაბომბვა დაფიქსირდა ვლადიმროვკას, უგლედარისა და პრეჩისტოვკას მახლობლად. მტერმა შტურმი განახორციელა ზოლოტაია ნივას დასახლების ტერიტორიაზე, მაგრამ წარმატებას ვერ მიაღწია და უკან დაიხია.