loader

"არ მაქვს სურვილი, თქვენმა და ჩვენმა შვილებმა იომონ! უნდა დავმშვიდდეთ“ - ლუკაშენკო - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"არ მაქვს სურვილი, თქვენმა და ჩვენმა შვილებმა იომონ! უნდა დავმშვიდდეთ“ - ლუკაშენკო

ალექ­სან­დრე ლუ­კა­შენ­კო - არ მაქვს სურ­ვი­ლი, თქვენ­მა და ჩვენ­მა შვი­ლებ­მა იო­მონ - უნდა დავ­მშვიდ­დეთ ბე­ლა­რუ­სის პრე­ზი­დენ­ტის ალექ­სან­დრე ლუ­კა­შენ­კოს გან­ცხა­დე­ბით, მისი ქვე­ყა­ნა უკ­რა­ი­ნა­ზე თავ­დას­ხმას არ აპი­რებს და არ გეგ­მავს თა­ნა­მე­მა­მუ­ლე­ე­ბის ომში გაგ­ზავ­ნას. ამის შე­სა­ხებ სა­ა­გენ­ტო "ბელ­ტა“ იტყო­ბი­ნე­ბა.

"არ იფიქ­როთ, რომ მე აქ რა­ი­მე სა­ხის თავ­დას­ხმას ვგეგ­მავ: ჩვენ დავ­ბომ­ბავთ უკ­რა­ი­ნას ბე­ლო­რუ­სის ტე­რი­ტო­რი­ი­დან და ა.შ. არ მაქვს სურ­ვი­ლი, თქვენ­მა და ჩვენ­მა შვი­ლებ­მა იო­მონ. უნდა დავ­მშვიდ­დეთ“, - გა­ნა­ცხა­და ლუ­კა­შენ­კომ.

მისი თქმით, "დღეს არა­ვი­თა­რი უკ­რა­ი­ნა არ ომობს".

-0:00 "დღეს ნა­ტოს მთე­ლი ბლო­კი და ამე­რი­კაა, უპირ­ვე­ლეს ყოვ­ლი­სა, ომში რუ­სეთ­თან“, - გა­ნა­ცხა­და ბე­ლა­რუ­სის ლი­დერ­მა. მას მი­აჩ­ნია, რომ ევ­რო­პა დიდი ხნის წინ შე­ა­ჩე­რებ­და ამ ომს, თუ აშშ არ გა­აგ­რძე­ლებ­და სა­ო­მა­რი მოქ­მე­დე­ბე­ბის წა­ხა­ლი­სე­ბას პო­ლო­ნე­თის დახ­მა­რე­ბით.

ლუ­კა­შენ­კომ აღ­ნიშ­ნა, რომ მისი ქვე­ყა­ნა გახ­და თავ­შე­სა­ფა­რი ათა­სო­ბით უკ­რა­ი­ნე­ლის­თვის, რომ­ლე­ბიც ბე­ლა­რუ­სის მო­ქა­ლა­ქე­ო­ბას იღე­ბენ.

"რო­გორ მუ­შა­ო­ბენ. რო­გო­რი ბედ­ნი­ე­რე­ბი არი­ან. რა­ტომ? იმი­ტომ, რომ მწუ­ხა­რე­ბა გა­ნი­ცა­დეს, გა­უძ­ლეს ომს. ეს ჩვე­ნი ხალ­ხია. ჩვენ არ უნდა ვა­წყე­ნი­ნოთ", - გა­ნა­ცხა­და ლუ­კა­შენ­კომ.