ცნობილია ვინ არიან უჯარმაში გარდაცვლილი ძმები - "სოფელში ბებია-ბაბუასთან იყვნენ სტუმრად... ტრაგედია მაშინ მოხდა, როცა ერთი ძმა მეორეს დასახმარებლად წყალში შევიდა"
უჯარმაში, მდინარე იორის არხში, 16 და 21 წლის ძმების ცხედრები იპოვეს. ახალგაზრდების ცხედრები მაშველებმა გვიან ღამით იპოვეს.
როგორც AMBEBI.GE-სთვის გახდა ცნობილი, გარდაცვლილი ძმები ნიკა და ივიკო მახარობლიშვილები არიან.
ადგილობრივების ინფორმაციით, ისინი მამიდაშვილთან ერთად, მდინარეზე საბანაოდ წავიდნენ, რა დროსაც, ერთ-ერთ ძმას, სავარაუდოდ, ფეხი დაუცდა, მეორე კი წყალში მის გადასარჩენად შევიდა.
"ძმები ბებია-პაპასთან იყვნენ სტუმრად. ნათესავთან ერთად საბანაოდ წავიდნენ, სწორედ ამ დროს ერთ ძმას ფეხი დაუცურდა და ჩავარდა, მეორე ძმა მიეხმარა და ორივე წყალმა წაიღო. ნათესავმა შეგვატყობინა, ჩვენ კი სამაშველო სამსახურს შევატყობინეთ. დროულად მოვიდა ჯგუფები, მაგრამ სამწუხაროდ, ტრაგედია მოხდა", - აცხადებს სოფლელ უჯარამაში საგარეჯოს მერის წარმომადგენელი ზურაბ შინდელაშვილი.