loader

ვოლოდიმირ ზელენსკის, რეჯეფ თაიფ ერდოღანისა და ანტონიო გუტერეშის შეხვედრა დასრულდა - რაზე შეთანხმდნენ მხარეები - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ვოლოდიმირ ზელენსკის, რეჯეფ თაიფ ერდოღანისა და ანტონიო გუტერეშის შეხვედრა დასრულდა - რაზე შეთანხმდნენ მხარეები

დასავლეთ უკრაინის ქალაქ ლვოვში, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის, თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანსა და გაეროს გენერალურ მდივანს ანტონიო გუტერეშს შორის სამმხრივი შეხვედრა გაიმართა.

მხარეებმა მარცვლეულის ექსპორტი, რუსეთის მიერ ოკუპირებულ ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე არსებული არამდგრადი ვითარება და თითქმის ექვსთვიანი ომის დასასრულებლად საჭირო ძალისხმევა განიხილეს.

სამმხრივ სამიტს წინ უკრაინისა და თურქეთის პირველი პირების ორმხრივი შეხვედრა უძღვოდა წინ.

ვიდეოზე ასახულია მხარეების მიერ მემორანდუმზე ხელმოწერის კადრები, რომლის თანახმადაც თურქეთი გამოთქვამს სურვილს, ომის შემდეგ უკრაინის ინფრასტრუქტურის აღდგენაში მიიღოს მონაწილეობა.

დოკუმენტს ხელი მოაწერეს უკრაინის ინფრასტრუქტურის მინისტრმა ალექსანდრე კუბრაკოვმა და თურქეთის რესპუბლიკის ვაჭრობის მინისტრმა მეჰმედ მუსმა.