loader

(18+) “ბებიაჩემი ჩარჩენილია, ბებოო..." - საშინელი პირველი წამები ხარკოვიდან, სადაც დაბომბილი საცხოვრებლის ნანგრევებიდან ხალხის ამოყვანას ცდილობდნენ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

(18+) “ბებიაჩემი ჩარჩენილია, ბებოო..." - საშინელი პირველი წამები ხარკოვიდან, სადაც დაბომბილი საცხოვრებლის ნანგრევებიდან ხალხის ამოყვანას ცდილობდნენ

რუსული ძალების მიერ ხარკოვზე განხორციელებული სარაკეტო თავდასხმის შედეგად მინიმუმ 7 ადამიანი დაიღუპა, 16 კი - დაშავდა, - ამის შესახებ ხარკოვის საოლქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ოლეგ სინეგუბოვი იუწყება. მისი თქმით, დაშავებულებს შორის 11 წლის ბავშვია.

„ოკუპანტებმა სალტოვკაში სამსართულიან საცხოვრებელ კორპუსს რუსული რაკეტით დაარტყეს, საშინელი ნგრევაა“, - აღნიშნა ოლეგ სინეგუბოვმა.

მისი ინფორმაციით, საავადმყოფოში გადაყვანილი პირებიდან ერთ-ერთის მდგომარეობა მძიმეა, დანარჩენების კი - საშუალო სიმძიმის.