loader

“ტკივილი ისევ ახლდება... ჩვენ არ ვაპატიებთ, შურს ვიძიებთ“ - ვოლოდიმირ ზელენსკის ემოციური განცხადება ხარკოვში მომხდარ დაბომბვასთან დაკავშირებით - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

“ტკივილი ისევ ახლდება... ჩვენ არ ვაპატიებთ, შურს ვიძიებთ“ - ვოლოდიმირ ზელენსკის ემოციური განცხადება ხარკოვში მომხდარ დაბომბვასთან დაკავშირებით

ვოლოდიმირ ზელენსკი ხარკოვში, საცხოვრებელი შენობის დაბომბვას ეხმაურება:

"ხარკოვის დაბომბვის შესახებ როცა ისმენ- ისევ ტკივილი ახლდება. ეს არის ტკივილი მთელი უკრაინასთვის. ტკივილი ხარკოვისთვის. სარაკეტო თავდასხმა... ჰოსტელზე... შენობა მთლიანად დანგრეულია. ეს არის აგრესორის უძლურების დემონსტრირება. ჩვენ არ ვაპატიებთ, შურს ვიძიებთ“, - წერს პრეზიდენტი.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება რუსული ძალების მიერ ხარკოვის დაბომბვას ეხმიანება და მსოფლიოს უკრაინისთვის მეტი იარაღის მიწოდებისკენ მოუწოდებს.

რუსებმა ხარკოვში საცხოვრებელ ტერიტორიას დაარტყეს. რუსეთი აგრძელებს ხალხის ხოცვას შუა ევროპაში. პუტინის შეჩერების ერთადერთი გზა უკრაინისთვის მაქსიმალური სამხედრო დახმარების გაწევა და რუსეთისთვის ბევრად უფრო მკაცრი სანქციების დაწესებაა“, - წერს კულება „ტვიტერზე“.

შეგახსენებთ, რუსულმა ძალებმა დღეს დილით ხარკოვში საცხოვრებელი შენობა დაბომბეს. ბოლო მონაცემებით დაიღუპა 7 და დაშავდა 16 ადამიანი. დაშავებულებს შორის 11 წლის ბავშვია.