loader

"დევს თუ არა საქმეში ფოტომასალა, რომელიც ლაშა ნაკაიძემ დაზარალებულის დედას გაუგზავნა?" - რა უპასუხა პროკურორმა ჟურნალისტის დასმულ კითხვას - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"დევს თუ არა საქმეში ფოტომასალა, რომელიც ლაშა ნაკაიძემ დაზარალებულის დედას გაუგზავნა?" - რა უპასუხა პროკურორმა ჟურნალისტის დასმულ კითხვას

პროკურორ ნათია ნოზაძის განცხადებით, გაუპატიურებაში, ძალადობასა და სიცოცხლის მოსპობის მუქარაში ბრალდებული "მთავარი არხის" ყოფილი წამყვანი, ლაშა ნაკაიძე დანაშაულს არ აღიარებს.

მისივე თქმით, სასამართლო პროცესზე დაცვის მხარემ გირაოს შეფარდების მოთხოვნა დააყენა, თუმცა მოსამართლემ არ დააკმაყოფილა და ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

ნათია ნოზაძის თქმით, დანაშაულის ჩადენის მოტივი შურისძიებაა.

ჟურნალისტის მიერ დამსულ კითხვაზე - "დევს თუ არა საქმეში ფოტომასალა, რომელიც ლაშა ნაკაიძემ დაზარალებულის დედას გაუგზავნა?" - პროკურორმა განაცხადა, რომ საქმეში არის წარმოდგენილი არაერთი მტკიცებულება, მათ შორის, მოწმეთა გამოკითხვის ოქმები, ნივთიერი მტკიცებულებები და მიმდინარეობს გამოძიება და ასევე, დამატებითი მტკიცებულებების მოპოვება ხდება, მათ შორის იქნება ეს ფოტომასალა თუ ა.შ