loader

კადრები ხარკოვიდან, სადაც რუსების მიერ საცხოვრებელი კორპუსის დაბომბვას 7 ადამიანი ემსხვერპლა, 20-ზე მეტი კი დაშავდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

კადრები ხარკოვიდან, სადაც რუსების მიერ საცხოვრებელი კორპუსის დაბომბვას 7 ადამიანი ემსხვერპლა, 20-ზე მეტი კი დაშავდა

რუსული ძალების მიერ ხარკოვზე განხორციელებული სარაკეტო თავდასხმის შედეგად მინიმუმ 7 ადამიანი დაიღუპა, 20-ზე მეტი კი - დაშავდა, - ამის შესახებ ხარკოვის საოლქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ოლეგ სინეგუბოვი იუწყება.

მისი თქმით, დაშავებულებს შორის 11 წლის ბავშვია.

„ოკუპანტებმა სალტოვკაში სამსართულიან საცხოვრებელ კორპუსს რუსული რაკეტით დაარტყეს, საშინელი ნგრევაა“, - აღნიშნა ოლეგ სინეგუბოვმა.

მისი ინფორმაციით, საავადმყოფოში გადაყვანილი პირებიდან ერთ-ერთის მდგომარეობა მძიმეა, დანარჩენების კი - საშუალო სიმძიმის.

შემთხვევის ადგილზე მაშველები და სასწრაფო სამედიცინო დახმარების მედიკოსები იმყოფებიან.