loader

უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა - "მტრის მიერ ქიმიური იარაღის გამოყენების შედეგად განვითარებული გართულებების გამო გარდაიცვალა" - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა - "მტრის მიერ ქიმიური იარაღის გამოყენების შედეგად განვითარებული გართულებების გამო გარდაიცვალა"

"ჩემი ძმა, ბერდია ჯოხაძე, უკრაინაში, კერძოდ ხერსონის ოლქში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების დროს, მტრის მიერ ქიმიური იარაღის გამოყენების შედეგად განვითარებული გართულებების გამო გარდაიცვალა" - ამის შესახებ დაღუპული მებრძოლის და ბელა ჯოხაძე სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, ბერდია ჯოხაძე 12 აგვისტოს დაიღუპა.

"დიდი მადლობა მინდა გადავუხადო უკრაინისა და საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებს, ჩემი ძმის თანამებრძოლებს, მეგობრებსა და ახლობლებს, გვერდში დგომისათვის და ჩემი ძმის სამშობლოში დროული გადმოსვენებისთვის.

19 აგვისტოს, პარასკევს 10:00 საათზე თბილისის აეროპორტში დავხვდებით და გადმოვასვენებთ ქაშუეთის ეკლესიაში. პანაშვიდი გაიმართება 12:00-დან - 20:00 საათამდე. ვისაც სურვილი გაქვთ შეგიძლიათ მობრძანდეთ და პატივი მიაგოთ მის სულს" - წერს ბელა ჯოხაძე.

ცნობისთვის, 24 თებერვლის შემდეგ, უკრაინაში მიმდინარე ომს 18 ქართველი მებრძოლი ემსხვერპლა.