კიკვიძის ბაღში ხეების ჭრას აპროტესტებენ
ენთუზიასტებმა კიკვიძის ბაღში ღამე გაათენეს. "გრინფისის მხარდამჭერთა ჯგუფი", პოლიტიკური პარტია "სალომე ზურაბიშვილი - საქართველო გზის", "ქართული ოცნების", "არტ ფორ ჩეინჯის" წარმომადგენლები და მიმდებარე ქუჩების მაცხოვრებლები კიკვიძის სახელობის სკვერში ხეებს იცავდნენ, რათა ღამით არ მოეჭრათ.
ბაღში, იმ ადგილას, სადაც პოლიციის შენობა უნდა აიგოს 80-მდე მრავალწლიანი ხე იდგა, თუმცა 14 უკვე მოიჭრილია. ენთუზიასტები რომ არ გაყინულიყვნენ მოჭრილი ხეების ტოტებისგან ანთებულ კოცონზე თბებოდნენ.
ბაღში, იმ ადგილას, სადაც პოლიციის შენობა უნდა აიგოს 80-მდე მრავალწლიანი ხე იდგა, თუმცა 14 უკვე მოიჭრილია. ენთუზიასტები რომ არ გაყინულიყვნენ მოჭრილი ხეების ტოტებისგან ანთებულ კოცონზე თბებოდნენ.