loader

"ქალი ადგილზე გარდაიცვალა, ოთხი პირი კი მძიმედ დაშავდა" - ავარია ხობში, სადაც ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ქალი ადგილზე გარდაიცვალა, ოთხი პირი კი მძიმედ დაშავდა" - ავარია ხობში, სადაც ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ქვალონში მომხდარი ავარია მსხვერპლით დასრულდა. ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა.

შემთხვევის შედეგად 55 წლამდე ქალი ადგილზე გარდაიცვალა, ოთხი პირი კი მძიმედ დაშავდა. დაშავებულები სასწრაფო - სამედიცინო დახმარების ბრიგადებმა სენაკისა და ხობის კლინიკებში გადაიყვანეს. ექიმების ინფორმაციით, მათი მდგომარეობა მძიმეა.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია.

ავტორი: მაია ძაგანია