"მთავარი არხი" ლაშა ნაკაიძის დაკავებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ლაშა ნაკაიძის დაკავებასთან დაკავშირებით "მთავარი არხი" განცხადებას ავრცელებს.
"მთავარი არხი" გმობს და ემიჯნება ყოველგვარი სახის ძალადობას, მითუმეტეს, როდესაც საქმე ეხება კაცის მხრიდან ქალზე განხორციელებულ ძალადობას, რასაც არცერთ ვითარებაში არ აქვს გამართლება.
2022 წლის 15 აგვისტოს მომხდარი ფაქტის შესახებ პოლიციას თავად "მთავარი არხის" ერთ-ერთმა თანამშრომელმა აცნობა, რის შემდეგაც განხორციელდა დაშავებული ქალის სამედიცინო შემოწმება, გამოკითხვა და მისი ჩვენების საფუძველზე ლაშა ნაკაიძის დაკავება.
ნაკაიძისთვის წაყენებული ბრალდების სიმძიმიდან გამომდინარე, "მთავარი არხი" ვალდებულად მიიჩნევს თავს, შეაჩეროს მასთან ნებისმიერი სახის თანამშრომლობა, თუმცა თუ მას დანაშაულის ჩადენა არ დაუმტკიცდება, არხი გადახედავს ლაშა ნაკაიძესთან საქმიანი ურთიერთობის აღდგენის შესაძლებლობას", - აღნიშნულია განცხადებაში.
სამართალდაცველებმა სექსუალური და ფიზიკური ძალადობის ბრალდებით "მთავარი არხის“ დილის გადაცემის წამყვანი ლაშა ნაკაიძე დააკავეს. შსს-ს ინფორმაციით, ნაკაიძე დაკავებულია ოჯახში ფიზიკური ძალადობის, გაუპატიურების მცდელობისა და მუქარის მუხლებით.
ფაქტის შესახებ სამართალდამცველებს მსხვერპლის მეგობარმა ქალბატონმა აცნობა.