loader

"შოკში ვარ! ძალიან ბევრი ადამიანი ირევა ამ ადგილას, მაგრამ ხმა არავინ ამოიღო" - რა ინფორმაცია ვრცელდება სოციალურ ქსელში  ბათუმიდან? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"შოკში ვარ! ძალიან ბევრი ადამიანი ირევა ამ ადგილას, მაგრამ ხმა არავინ ამოიღო" - რა ინფორმაცია ვრცელდება სოციალურ ქსელში  ბათუმიდან?

"შოკში ვარ! დრონი ჩამოვარდა ბათუმის ბულვარში, ჩემი ვარაუდია, რომ იყო კუსტარული. ჩემს შვილს აცდა 30სმ-ში. ძალიან ბევრი ადამიანი ირევა ამ ადგილას, მომსწრეებიც იყვნენ მაგრამ ხმა არავინ ამოიღო. გაიარეს... ვინმეს რომ დასცემოდა თავზე, მოკლავდა ადგილზე" - ამის შესახებ სოციალური ქსელის მომხმარებელი Tamara Naik წერს და ვიდეოს აქვეყნებს.

მისივე თქმით, პოლიციაც იქვე იდგა, ტუმცა არაფერი მოიმოქმედა.

"მოირბინა ბატუტის ბიჭმა, ვუთხარი ხელი არ ეხლო, რადგან პოლიციაში ვაპირებდი დარეკვას. - რა მოხდა, გამოვიდა მწყობრიდან, ხომ არავის დაეცაო?! გააბუნძულა და გადამალა.

პოლიცია იქვე იდგა, მივედი და ავუხსენი და ამ კაცების ბრბო დამესია და ზოგმა პროფესია მკითხა, ზოგმა ხომ არავინ მოუკლავსო, მე უფლება არ მაქვს დრონი ან ჩამოვართვა, ან რამე ვუთხრაო...

ერთმა არ იკითხა დრონი სად გაქრა ან ვის ეკუთვნოდა. სამწუხაროდ, ისეთ შოკში ვიყავი ტელეფონი არ გამხსენებია და გავერიდე იქაურობას, მაგრამ მოგვიანებით მივბრუნდი, რომ "ფეხებზემკიდია" ხალხის სახეები დამეფიქსირებინა", - წერს Tamara Naik.