loader

ზაზა ფაჩულიას ცეკვამ მეგობრის შვილის ქორწილში ოვაციები დაიმსახურა - კადრები წვეულებიდან - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ზაზა ფაჩულიას ცეკვამ მეგობრის შვილის ქორწილში ოვაციები დაიმსახურა - კადრები წვეულებიდან

ცნობილი ქართველი კალათბურთელი ზაზა ფაჩულია მეუღლესთან თიკა ალავიძე-ფაჩულიასთან ერთად სტივ კერის შვილის ქორწილში იმყოფებოდა.

„გოლდენ სტეიტის“ ყოფილმა დამრიგებელმა სტივ კერიმ შვილის ქორწილში სამხრეთ საფრანგეთში გადაიხადა.

ზაზა ფაჩულია სოციალურ ქსელში ფოტოებს ანტიბიდან გვიზიარებს. ქალაქი საფრანგეთის სამხრეთით მდებარეობს და ტურისტების ყურადღებას მისი ულამაზესი ხედებით იპყრობს.

ზაზა ფაჩულიას ცეკვას სტივ კერის ქორწილში ოვაციები მოჰყვა.

აღსანიშნავია, რომ სტივ კერი „გოლდენ სტეიტის“ დამრიგებელი მაშინ იყო, როდესაც ზაზა ფაჩულია NBA-ის ჩემპიონი გახდა.

სტივ კერის 2022 წლიდან ამერიკის შეერთებული შტატების საკალათბურთო ნაკრების მწვრთნელის თანამდებობა უკავია.