"რუსეთზე სანქციები უნდა გავზარდოთ" - ვოლოდიმირ ზელენსკი
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ფრანგ კოლეგასთან, ემანუელ მაკრონთან სატელეფონო საუბრისას ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე რუსეთის "ბირთვული ტერორიზმი" განიხილა.
ზელენსკიმ საფრანგეთის პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა უკრაინის "ხელშესახები თავდაცვითი დახმარებისთვის".
ამასთან, უკრაინის ლიდერმა ფრანგ კოლეგას ინფორმაცია ფრონტზე არსებული ვითარების შესახებ მიაწოდა.
პირველმა პირებმა განიხილეს უკრაინის მაკროფინანსური დახმარება და სასურსათო უსაფრთხოების გამოწვევებიც.
„ჩვენ უნდა გავზარდოთ სანქციები რუსეთზე”, - წერს უკრაინის პრეზიდენტი „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე.