loader

“ტყუილს მოკლე ფეხები აქვს... ივლისიდან წამოვიდა კოვიდის ტალღა და მოსახლეობას აბოლებთ, რომ თითქოს სეზონური გრიპია თუ რაღაც ვირუსი“ - გიორგი ფხაკაძე თამარ გაბუნიას მიმართავს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

“ტყუილს მოკლე ფეხები აქვს... ივლისიდან წამოვიდა კოვიდის ტალღა და მოსახლეობას აბოლებთ, რომ თითქოს სეზონური გრიპია თუ რაღაც ვირუსი“ - გიორგი ფხაკაძე თამარ გაბუნიას მიმართავს

“თავი შევიკავოთ" რას ნიშნავს?!- ტყუილს მოკლე ფეხები აქვს, დადეთ კონკრეტულად გამჭვირვალე, საჯარო ინფორმაცია, რის საფუძველზე ამბობთ, რომ კოვიდინფიცირებულთა რაოდენობა მცირდება?! მაგრამ ვერ დადებთ, ვინაიდან ეს ინფორმაცია არ გაქვთ. საერთაშორისო ორგანიზაციების გამოყენება აქ სრულიად მიუღებელია, ვინაიდან ეს ორგანიზაციები თავის პროგნოზებს აფუძნებენ სახელმწიფოს მიერ მიწოდებულ/შეგროვებულ ინფორმაციაზე.

რას აგროვებთ ნეტავ?! სად არის ყოველდღიური სტატისტიკა, სად არის სიკვდილიანობის რეალური სურათი?! არ გაქვთ და გთხოვთ, მოსახლეობას და დარგის ექსპერტებს შეურახყოფას მაინც ნუ გვაყენებთ. ვაქცინაციის პროცესი გაქვთ გამართული და მოსახლეობის 80% სამჯერ აცრილი გყავთ ფაიზერით, თუ რა?!

კოვიდტესტირება გაქვთ ქვეყანაში დალაგებული (ფასიანი გახადეთ კოვიდტესტირება), თუ რა?!

სამედიცინო დაწესებულებებში საკარანტინე ზომები გაქვთ გაძლიერებული და შიდაჰოსპიტალური ინფექციებისგან საავადმყოფოების 100% არის 80%-ით დაცული, თუ რა?!

გარეთ გაიხედეთ და ნახეთ, რა ხდება ქვეყანაში, რეგიონში, და მსოფლიოში: ივლისიდან წამოვიდა კოვიდის ტალღა და მოსახლეობას აბოლებთ, რომ თითქოს სეზონური გრიპია თუ რაღაც ვირუსი, თავადაც ვერ შეთანხმდით. ახლა კი ტოტალური ფილტვების ანთებით დადის ხალხი, მაგრამ კოვიდ დიაგნოზი აკრძალეთ. დიახ! აკრძალეთ ადმინისტრაციულ/ბიუროკრატიული მეთოდებით, ვინაიდან სამინისტრომ “კოვიდის” დაფინანსების კოდი გააუქმა. ერთი ჩრთილოეთ კორეამ გააუქმა კოვიდი და მეორე ვართ ჩვენ.

მართლა რა უბედურებაა. დაავადებათა კონტროლის ცენტრი არანაირ ეფექტურ კოვიდის საინფორმაციო კამპანიას არ ატარებს და ეს არის ფაქტი. მე, ერთი ადამიანი, ფინანსური თუ ადამიანური რესურსების მხარდაჭერის გარეშე უფრო ძლიერ საინფორმაციო/საგანმანათლებლო კამპანიას ვატარებ საქართველოში და, საერთოდ, ქართულენოვან საინფორმაციო სივრცეში, ვიდრე ის დაწესებულება, რომელსაც ეს ევალება. ბოლოს და ბოლოს ბიუჯეტიდან მილიონობით ლარის დაფინანსებას ხომ იღებთ და ასობით თანამშრომელი გყავთ, ვინმემ თუ უნდა შეიკავოს თავი, ეს არის სახელმწიფო უწყება, რომელმაც ჩააგდო ვაქცინაცია, ვერ მართა პანდემია, და სად წაიღო მილიარდებით ლარი (ეს ჩემი სიტყვები არ არის ეს ჯანდაცვის მინისტრმა თქვა), ახლაც ეძებთ.

სიმართლე მწარეა ბოლო 2 წელიწადში მე რასაც ვამბობდი და ვამბობ, ყველა პროგნოზი არის მეცნიერებაზე და მტკიცებულებებზე დაფუძნებული. და საზოგადოება ხედავს, რომ ყველაფერი გამართლდა და მომავალშიც გამართლდება, ვინაიდან მეცნიერება არის სწორი გზა. სახემწიფო კი ამ ბოლო 2 წელიწადში აშკარად ასტროლოგების და ნათელმხილველების დახმარებით ცდილობს პროგნოზების გაკეთებას და აშკარაა, საზოგადოება ხედავს თქვენი პროგნოზების სავალალო შედეგსაც.

გირჩევთ, ასტროლოგები და ნათელმხილველები შეცვალოთ. ისე, უმჯობესი იქნება, მეცნიერებისკენ რომ შემოტრიალდეთ, გარეთ 21 საუკუნეა

P.S: პერსონალურად არავისთან კონფლიქტი/დაპირისპირება არ მქონდა და არც მაქვს. საჯარო მოხელე არის ქვეყნის სისტემების რუპორი.“ - წერს გიორგი ფხაკაძე თამარ გაბუნიას ვიდეოს საპასუხოდ.