loader

"ვემზადებოდით სიკვდილთან შესახვედრად... ჩვენ გაგვიმართლა, დათოს და გიას არა" - რა ვიდეოს აქვეყნებს უკრაინაში მებრძოლი ნადიმ ხმალაძე? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ვემზადებოდით სიკვდილთან შესახვედრად... ჩვენ გაგვიმართლა, დათოს და გიას არა" - რა ვიდეოს აქვეყნებს უკრაინაში მებრძოლი ნადიმ ხმალაძე?

"ეს ვიდეო ეძღვნება ჩვენი ქვეყნის და უკრაინის გათავისუფლებისთვის დამპყრობელი ორკი, ღრუსი რაშისტებისგან დათო რატიანს და გია ბერიაშვილს. ეს იარაღი იყო მათვის ის ბოლო იარაღი, რაც სიცოცხლეში ეჭირათ ხელში. ეს ის დღეა, როდესაც ჩვენ ვემზადებით იმ საბედისწერო საბრძოლო ოპერაციისთვის ირპენში.

რაღაცნაირი შეგრძნება გვქონდა ყველას... ალბათ, ყველა ჩვენთაგანი იმაზე ვფიქრობდით და მათ შორის ჩვენი უკვდავი გმირებიც, დავბრუნდებოდით თუ არა უკან ცოცხლები.

სულ ვხუმრობდით და ვიცინოდით როცა ვიდეოს ვიღებდი, ამ ვიდეოში არავის უხუმრია, არც ღიმილი და არც რაიმე მხიარული თემა არ წამოჭრილა. უბრალოდ ვემზადებოდით სიკვდილთან შესახვედრად. ჩვენ გაგვიმართლა, დათოს და გიას არა. ნათელი ხსოვნა ჩვენს გმირებს, არ ჩაევლოს მათ დაღვრილ სისხლს უკვალოდ" - ამის შესახებ უკრაინაში მებრძოლი ნადიმ ხმალაძე (ამჟამად ის საქართველოში იმყოფება) სოციალურ ქსელში წერს და ვიდეოს აქვეყნებს.

შეგახსენებთ, რომ დავით რატიანი და გია ბერიაშვილი მიდმინარე წლის 17 მარტს ქალაქ ირპენში დაიღუპნენ.