loader

"გთავაზობთ კონკრეტულ გამოსავალს" - ელენე ხოშტარიამ რუსი ტურისტების შესახებ ბრიფინგი გამართა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"გთავაზობთ კონკრეტულ გამოსავალს" - ელენე ხოშტარიამ რუსი ტურისტების შესახებ ბრიფინგი გამართა

"ჩვენ ვთავაზობთ კონკრეტულ გამოსავალს. პირველი, დავაკისროთ ფინანსური გადასახადი რუს ტურისტებს. ჩვენი გათვლებით, მხოლოდ 2 თვეში, საქართველო რუსი ტურისტებისგან აიღებდა 20 მილიონ ლარს. ეს თანხა შეგვიძლია დავხარჯოთ, როგორც ქართველ დევნილებზე, ასევე უკრაინის ომში. მეორე, შევზღუდოთ რუსი ტურისტები დროში. დღეს, მათ შეუძლიათ საქართველოში უსაზღვროდ ყოფნა. მივცეთ 3 კვირიანი ყოფნის უფლება და ეს ამ საფრთხეს აგვარიდებს.

მესამე, ნუ მივცემთ ბინადრობის უფლებას. შევზღუდოთ რუსეთის მოქალაქეებზე ბინადრობის უფლება. ასევე ნუ მივცემთ ბიზნესის რეგისტრაციის საშუალებას და შევაჩეროთ კერძო საკუთრების მიყიდვის პროცედურები. ეს ჩვენ აგვარიდებდა ყველა იმ საფრთხეს, რაც მოჰყვება ამხელა ნაკადს.

ეს ხედვა არ გამომაქვს ხელისუფლებისთვის, იმიტომ, რომ მთავრობა ამას არ გააკეთებს. საზოგადოებამ მინდა იცოდეს, როდესაც "ქართული ოცნება" გეუბნებათ, რომ "გამოსავალი არ არსებობს და ყველა უნდა მივიღოთ", ისინი იტყუებიან, უბრალოდ არ ზრუნავენ არც ჩვენს ეკონომიკაზე, არც შემოსავალზე და არც ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებაზე",- ამის შესახებ პარტია "დროას" ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ ბრიფინგზე განაცხადა.