დედის მკვლელობაში ბრალდებული 17 წლის ბიჭის ჩვენების შოკისმომგვრელი დეტალები - "დავგეგმეთ, რომ დაგვეთრო... 6-7 ჭრილობა მივაყენე; რამილი პირსახოცს აფარებდა მას, რომ არ ეყვირა"
"დავგეგმეთ, რომ ჟალა ხალილოვა დაგვეთრო, რის შემდეგაც ფანჯრიდან გადავაგდებდით. როცა დედაჩემმა სუფრის ალაგება დაიწყო, მოქმედებაზე გადავედით, ფეხებში ვწვდით, ავწიეთ მაგრამ წინააღმდეგობას მიიწევდა, ჯიბიდან დანა ამოვიღე და 6-7 ჭრილობა მივაყენე. რამილი პირსახოცს აფარებდა მას რომ არ ეყვირა" - "ტვ პირველი" დედის მკვლელობაში ბრალდებული 17 წლის ბიჭის ვრცელ ჩვენებას აქვეყნებს.