“მიპასუხა შენ ხარ უჯიშო და ისიც გეყოფა, რომ უდღეური დაიბადა ბავშვიო...“ - ნეკა დოროყაშვილი ნიკოლოზ ბასილაშვილის შესახებ
“ნიკას დედა მოიგონებდა რამე ისტორიას და ამ საუბრის შემდეგ ნიკა ჩემზე ძალადობდა. ღამე მშვიდად არ მეძინა. სულიერად სულ ტანჯვაში ვიყავი. ეს არამხოლოდ თანაცხოვრებას ეხება, სულ ხდებოდა ასეთი ფაქტი, ანუ ფსიქოლოგიური ზეწოლა სულ იყო”, - აცხადებს დოროყაშვილი.
მისივე თქმით, მეუღლემ მას შეურაცხყოფა მიაყენა ასევე იმის გამო, რომ მათი შვილი დღენაკლული დაიბადა.
“მითხრა, უდღეური დაიბადა ჩემი შვილიო და მრცხვენია, რომ ასეთი დაიბადაო. მთხოვდა, რომ მეთქვა ბავშვი თითქოს 4 კგ დაიბადა. მე ვკითხე, რა მნიშვნელობა აქვს, 2 კგ დაიბადა თუ 4 კგ-მეთქი, რაზეც მიპასუხა, შენ ხარ უჯიშო და ისიც გეყოფა, რომ უდღეური დაიბადა ბავშვიო”,- განაცხაცა დოროყაშვილმა. ვრცლად იხილეთ