loader

“მრცხვენია, რომ ამას ვყვები... იყო თმით თრევა, საჭმლის შეყრა სახეში... ერთ დღეს გამომიცხადა, რომ მეფე ვარო“ - ნეკა დოროყაშვილის სკანდალური ჩვენება ნიკოლოზ ბასილაშვილის წინააღმდეგ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

“მრცხვენია, რომ ამას ვყვები... იყო თმით თრევა, საჭმლის შეყრა სახეში... ერთ დღეს გამომიცხადა, რომ მეფე ვარო“ - ნეკა დოროყაშვილის სკანდალური ჩვენება ნიკოლოზ ბასილაშვილის წინააღმდეგ

თბილისის საქალაქო სასამართლოში ნეკა დოროყაშვილი დღევანდელ პროცესზე პროკურატურის კითხვებს პასუხობს. როგორც ის განმარტავს, ყოფილი მეუღლის მხრიდან შეურაცხყოფას ადგილი მის მიმართ ქორწილის დღესაც ჰქონდა.

“ჩვენ 2011 წელს გავიცანით ერთმანეთი, წელიწადნახევრის შემდეგ გადავწყვიტეთ ქორწინება, ჩემთვის ამაზე საუბარი ემოციურია, მაგრამ ვეცდები ყველა ფაქტი აღვწერო. გავიარეთ რთული პერიოდი და რვაწლიანი თანაცხოვრების ერთ დღეში მოყოლა რთულია, მაგრამ ძალიან მალევე აღმოვაჩინე, რომ მანამდე თურმე საერთოდ სხვა ადამიანს ვხვდებოდი და დაქორწინების შემდეგ ნიკოლოზი ახლიდან გავიცანი. რაც ჩემთვის ძალიან მოულოდნელი იყო, ქორწილის დღეს ქალი ბედნიერი უნდა იყო, მე ვიყავი ძალიან უბედური. ქორწილის საღამოს ნიკოლოზის დედა რაღაცაზე გაბრაზდა, დაელაპარაკა ნიკოლოზს. ნიკოლოზი დაჯდა ჩემს მაგიდასთან და მაგიდის ქვეშიდან ხელზე მიჩქმიტა. მეტკინა ძალიან, ვკითხე რა ხდებოდა და არ მიპასუხა. ამის შემდეგ, მახსოვს დედამისი ადგა და ჩვენი ქორწილი დატოვა. ეს იმ მომენტში ძალადობრივ ქმედებად არ აღმიქვამს, მაგრამ ეს იყო ჩემთვის ხელით პირველი შეხება და ემოციურად რთული. მანამდე ასე არ იყო. არ ვიცი, მანამდე თანაცხოვრება არ გვქონია, ერთი ან ორი საათით თუ პარკში გავისეირნებდით.

2015 წელს ბავშვი შეგვეძინა, მახსოვს, რომ ორსულობის პერიოდში ძირითად დროს მარტო ვატარებდი. მიუხედავად იმისა, რომ ჯანმრთელი ორსულობა მქონდა, ნიკოლოზი თვლიდა, რომ სახლში უნდა ვყოფილიყავი მე მას ვემორჩილებოდი. მშობიარობის დღეს მარტო ვიყავი, მეორე დღეს ჩამოვიდა ნიკოლოზი.

როდესაც ორსულად ვიყავი, სხვადასხვა ცხოველების სახელს მეძახდა - ვირთხას, გველს, რწყილს. ამ სიტყვებით მოიხსენიებდა ჩემს ოჯახის წევრებს”, - აცხადებს დოროყაშვილი. როგორც მან განმარტა, მეუღლეს 2020 წელს გაეყარა, თუმცა ფიზიკური შეურაცხყოფა სატელეფონო საუბრისას მაინც გრძელდებოდა ბასილიაშვილის მხრიდან.

„მახსოვს მითხრა, რომ რეპუტაციულად არ აწყობდა ჩვენი დაშორება. ასევე სოციალურ ქსელში თუ ვინმე ფოტოს “დამილაიქებდა” მირეკავდა. მაკონტროლებდა, მირჩევდა მეგობრებს, თუ რა ფოტოები დამედო და ა.შ. თვლიდა, რომ არ უნდა მემუშავა და სწავლა არ გამეგრძელებინა. ჩემი აზრით, ვერ იტანდა, როცა მე ვიყავი კარგად და ალბათ, ამ ყველაფერს ამიტომ აკეთებდა. მეუბნებოდა, მე დამემორჩილე, მე ვარ მამაკაცი და უნდა დამემორჩილოო. ქორწინებიდან 5-6 თვეში დაიწყო ჩემი დამცირება, რასაც ნელ-ნელა მოჰყვებოდა ფიზიკური ძალადობა. ძალიან მრცხვენია, რომ ამას ვყვები. თავიდან დაიწყო სიტყვიერი შეურაცხყოფა ჩემი ოჯახის წევრების მიმართ, შემდეგ იყო ძალადობა. ყოფილა შემთვხვევა კონფლიქტის მერე საწოლზე წამოვწოლილვარ, გამოუტანია მაცივრის წყალი და ჩემთვის დაუსხამს, იყო თმით თრევა, საჭმლის შეყრა სახეში. გარკვეულ წარმატებას როდესაც მიაღწია, ერთ დღეს გამომიცხადა, რომ მეფე ვარო და მე უნდა მოვქცეულიყავი, როგორც მისი ქვეშევრდომი. მას მუდმივად ჰქონდა იმის შიში, რომ რამე არ გადამეღო და არ ჩამეწერა”,- ვრცლად იხილეთ.