loader

ქალი, რომელმაც წლების წინ, ოჯახისგან სასიკვდილოდ განწირული ბავში გადაარჩინა, სხვა მსხვერპლის ვიდეოს აქვეყნებს - მცირეწლოვანი ოჯახმა ქუჩაში იმიტომ გააგდო, რომ მას“ჯადოქრად“ მიიჩნევდნენ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ქალი, რომელმაც წლების წინ, ოჯახისგან სასიკვდილოდ განწირული ბავში გადაარჩინა, სხვა მსხვერპლის ვიდეოს აქვეყნებს - მცირეწლოვანი ოჯახმა ქუჩაში იმიტომ გააგდო, რომ მას“ჯადოქრად“ მიიჩნევდნენ

არასამთავრობო ორგანიზაცია Land of Hope-ის დამფუძნებელი ქალი, რომელმაც წლების წინ ნიგერიაში, ქუჩაში ოჯახისგან მიტოვებული მცირეწლოვანი გადაარჩინა, მორიგი მსხვერპლის ვიდეოს აქვეყნებს.

შეგახსნებეთ, რომ ანჯა რინგრენ ლოვენმა პატარა ბიჭი ნიგერიაში მოგზაურობისას იპოვა. მას ოჯახი “ჯადოქრად“ თვლიდა და მიიჩნევდნენ, რომ ყველასთვის დაავადებებისა და უიღბლობის მომტანი იყო. ამის გამო, ქუჩაში გააგდეს და სასიკვდილოდ გაიმეტეს. ბავშვი ამ პირობებში თითქმის ერთი წლის განმავლობაში ცხოვრობდა, ნაპოვნი ნარჩენებით იკვებებოდა, თუმცა ბოლოს სიარულიც არ შეეძლო. მცირეწლოვანი ანჯამ იშვილა, მას ჰოუფი (იმედი) დაარქვა და დღეს სრულფასოვანი ცხოვრებით ცხოვრობს.

აღნიშნული ისტორიის შემდეგ, ანჯას მიერ დაარსებულმა არასამთავრობო ორგანიზაციამ “ჯადოქრობის“ ბრალდებით ქუჩაში გაგდებული არაერთი მცირეწლოვანი გადაარჩინა. იგი ერთ-ერთი შემთხვევის ვიდეოს აზიარებს, როგორი იყო ნაპოვნი ბავშვი და როგორია ის დღეს.

ორგანიზაცია მსურველებისგან შემოწირულობებსაც იღებს: https://landofhope.global/en/support-land-of-hope/