"ქალი და ორი კაცი გამომივარდნენ, კაცები რუსულად ყვიროდნენ... საერთოდ რატომ ხდება ასეთი რაღაც ქვეყანაში" - ვრცელდება ფოტო ჩაქვიდან, სადაც ჩანს, რომ ერთ-ერთ შენობასთან რუსეთის დროშა ფრიალებს
სოციალურ ქსელში ვრცელდება ფოტო, რომელიც მისი ავტორის, ნიო ბოლქვაძის თქმით, ჩაქვის ცენტრშია გადაღებული და რომელშიც ერთ-ერთ შენობასთან აღმართული რუსული დროშა ჩანს.
"მოკლედ, ეს ფოტო გადავიღე ახლახანს, ხოდა ჯერ ძაან ისე ვაკვირდებოდი, მეთქი მეჩვენება აშკარად. ჩატში ჩავუგდე გოგოებს, რის შემდეგაც ერთი ქალი და ორი კაცი რასაც ქვია გამომივარდა, კაცები რუსულად ყვიროდნენ რაღაცას.
ქალმა მომაძახა და რას უზამ ეხლა მაგ ფოტოსო... ძაან ავნერვიულდი, მაგრამ არ ვიცი ეს რაში ჯდება, რომელ მორალურ ჩარჩოში ან საერთოდ რატომ ხდება ასეთი რაღაც ქვეყანაში, სადაც უკრაინას რომ თავი დავანებოთ, ჩვენთვისაც ოკუპანტები არიან..
აი, რავი ბოლოს ბინდი რომ გადამეკრა, მილიონჯერ დავგუგლე ხომ არ მეშლება ფერებითქო..." - წერს ნიო ბოლქვაძე.