loader

ალექ­სან­დრე ჭავ­ჭა­ვა­ძის სახლ-მუ­ზე­უმ­ში რუსმა ტურისტებმა ვიტრინა დაამსხვრიეს - გატყდა ერთ-ერთი ექსპონატი - მარაო - რა მოხდა წინანდლის მუზეუმში? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ალექ­სან­დრე ჭავ­ჭა­ვა­ძის სახლ-მუ­ზე­უმ­ში რუსმა ტურისტებმა ვიტრინა დაამსხვრიეს - გატყდა ერთ-ერთი ექსპონატი - მარაო - რა მოხდა წინანდლის მუზეუმში?

13 აგ­ვის­ტოს, წი­ნან­დალ­ში ალექ­სან­დრე ჭავ­ჭა­ვა­ძის სახლ-მუ­ზე­უმ­ში რუსი ტუ­რის­ტე­ბის და­უ­დევ­რო­ბას ექ­სცე­სი მოჰ­ყვა. რო­გორც ჟურნალისტი ანა მარ­შა­ნია სოციალურ ქსელში წერს ამბავი მის დას, რომელიც მუზეუმის დასათვალიერებლად იმყოფებოდა გიდმა უამბო.

"ჩემმა დამ, შაბათს, წინანდალში დასვენებისას, ალ. ჭავჭავაძის სასახლის ერთ-ერთი სივრცის დათვალიერებისას ნახა ალექსანდრეს ოქროს საათი, ნინოს მარაო და პერანგის საკინძეები. კვირას, განმეორებით, უფრო საფუძვლიანად სტუმრობისას შენიშნა, რომ ეს ვიტრინა ცარიელი იყო და დაინტერესდა, სად წაიღეს ექსპონატები?

გიდმა აუხსნა, რომ ეს ვიტრინა რუსმა ტურისტებმა დაამსხვრიეს. გიდის თქმით, რუს ტურის­ტებს ბავ­შვი თოკზე (რომლის იქით გადასვლა არ შეიძლება) და­უს­ვამთ, ბავშვი ქა­ნა­ობ­და, მერე უკან გა­და­ვარ­დნი­ლა და ვიტ­რი­ნა ჩამ­სხვრე­უ­ლა.გიდის თქმით, ისე­თი ზრი­ა­ლი იყო, ეგონათ შე­ნო­ბა ჩა­მო­იქ­ცა და შემთხვევის შედეგად გატყდა ერთ-ერთი ექსპონატი - მარაო. (ეს ყველაფერი მერე აალაგეს და შეინახეს).მუზე­უ­მის თა­ნამ­შრომ­ლებმა კვირას, ჩემს დას უთხრეს, რომ მთე­ლი ყუ­რა­დღე­ბა ექ­სპო­ნა­ტებ­ზე გა­და­იტანეს და ამიტომ ტურისტებს ყურადღება ვერ მიაქციეს, რომლებიც მაშინვე გაიქცნენ!

ამან როგორც ჩემი დის, ასევე სხვა იქ მყოფი პირების აღშფოთება გამოიწვია, რადგან, რანაირად უნდა გაგექცეს მუზეუმიდან ოჯახი, რომელიც ექსპონატების ვიტრინას დაგილეწავს?! თან, სასახლის მერე, იმხელა ეზოა გასავლელი, ვინც წინანდალში ნამყოფია, კი მიხვდება, რამხელა უნიათობასთან გვაქვს საქმე.

აქვე, გიდმა ჩემს დას და მასთან ერთად მყოფებს ისიც უთხრა, რომ შიშობდნენ ყველაფერი მათ არ დაბრალებოდათ.

ამბის გაგრძელება გაინტერესებთ? დღეს ჩემმა კოლეგამ დარეკა წინანდლის მუზეუმში, სადაც ამ ყველაფრის მერე, ჟურნალისტს უთხრეს, რომ "არა­ფე­რი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი არ მომ­ხდა­რა, ვიტ­რი­ნას შემ­თხვე­ვით მი­ე­ჯა­ხა ბავ­შვი, რუსი ტუ­რის­ტე­ბი არ­სად გაქ­ცე­უ­ლან, ყვე­ლა­ფე­რი გა­ვარ­კვი­ეთ და და­ლაგ­და. ექ­სპო­ნა­ტე­ბი არ და­კარ­გუ­ლა, არც და­ზი­ა­ნე­ბუ­ლა, ისი­ნი რა­შიც და­ცუ­ლი იყო, მხო­ლოდ ის ვიტ­რი­ნა და­იმ­სხვრა, გა­დავ­რჩითო...

“ვინც ეს ამბავი ვიცოდით, დღის პირველი ნახევარი იმაზე ვნერვიულობდით, რა ცუდია, რომ რუსმა ტურისტებმა ვიტრინა დაამსხვრიეს, რა ცუდია, რომ მარაო გატყდა, რა ცუდია, რომ რუსები კურდღლებივით გაიქცნენ და რა ცუდია, რომ მუზეუმმა ეს ადამიანები ვერ შეაკავა.დღის მეორე ნახევარში, მუზეუმის პასუხის მერე კი იმაზე ვნერვიულობთ, რა კოშმარია, როცა ასეთი დაშინებული ხარ, იმალები, ხელს აფარებ და ამბობ, რომ "ისეთი არაფერი მომხდარა"...- წერს ჟურნალისტი.

აღ­ნიშ­ნულ სა­კი­თხთან და­კავ­ში­რე­ბით წი­ნან­დლის მუ­ზე­უ­მი ოფი­ცი­ა­ლურ გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლებს:

"გვსურს ოფი­ცი­ა­ლუ­რი გან­მარ­ტე­ბა გა­ვა­კე­თოთ წი­ნან­დლის მა­მულ­ში, ალექ­სან­დრე ჭავ­ჭა­ვა­ძის სახლ მუ­ზე­უმ­ში, მომ­ხდარ შემ­თხვე­ვას­თან და­კავ­ში­რე­ბით.წი­ნან­დლის მუ­ზე­უმს ყო­ველ­წლი­უ­რად 100 ათას­ზე მეტი დამ­თვა­ლი­ე­რე­ბე­ლი სტუმ­რობს. ჩვენ მიერ მუ­ზე­უ­მის მარ­თვის 15-წლი­ა­ნი ის­ტო­რი­ის გან­მავ­ლო­ბა­ში რა­ი­მე მსგავს ინ­ცი­დენტს ად­გი­ლი არ ჰქო­ნია.

სამ­წუ­ხა­როდ, ერთ-ერთი დამ­თვა­ლი­ე­რე­ბე­ლი, კერ­ძოდ კი, მშობ­ლებ­თან ერ­თად მუ­ზე­უ­მის და­სათ­ვა­ლი­ე­რებ­ლად მო­სუ­ლი ბავ­შვი, უხერ­ხუ­ლად მი­ეყ­რდნო ალექ­სან­დრე ჭავ­ჭა­ვა­ძის ოთა­ხის დამ­ცავ ბა­რი­ერს, წო­ნას­წო­რო­ბა და­კარ­გა და და­ე­ჯა­ხა ოთახ­ში მდგარ ვიტ­რი­ნას, რის შე­დე­გა­დაც და­ზი­ან­და ანა ბაგ­რა­ტი­ო­ნის ნა­ქო­ნი მა­რაო.

პირ­ვე­ლა­დი დათ­ვა­ლი­ე­რე­ბის შე­დე­გად ვი­მე­დოვ­ნებთ, რომ მა­რა­ოს და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი მა­ლე­ბი აღ­დგე­ნას ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბა.მუ­ზე­უმ­ში მუდ­მი­ვად მიმ­დი­ნა­რე­ობს ვი­დე­ო­მო­ნი­ტო­რინ­გი, შე­სა­ბა­მი­სად, აღ­ნიშ­ნუ­ლი ინ­ცი­დენ­ტი და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლია მუ­ზე­უ­მის ვი­დე­ო­კა­მე­რე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბით.

ინ­ცი­დენ­ტის შემ­დეგ მუ­ზე­უმ­მა მი­მარ­თა კა­ნო­ნით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბულ პრო­ცე­დუ­რას. პრო­ცე­დუ­რით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი ყვე­ლა ეტა­პის გავ­ლის შემ­დეგ ნივ­თი გა­და­ეგ­ზავ­ნე­ბა რეს­ტავ­რა­ტორს და სულ მალე ანა ბაგ­რა­ტი­ო­ნის მა­რაო და­უბ­რუნ­დე­ბა სა­გა­მო­ფე­ნო სივ­რცეს.“