"ვაიმეე, შოკი... ხამი და ყველაფრის უნახავი, ამ სულელების გამო რამდენი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა" - რა ვიდეო ვრცელდება სოციალურ ქსელში?
"თან ბავშვი უზის კალთაში, თან ლუდს სვამს... შინაგან საქმეთა სამინისტრო, რას აკეთებთ, როგორ ხართ?" - ამის შესახებ მოძრაობა "ჩემი ქალაქი მკლავს" სოციალურ ქსელში წერს და ვიდეოს აქვეყნებს.
ვიდეოს კომენტარებში საზოგადოების ნაწილის მხრიდან უარყოფითი გამოხმაურება მოჰყვა.
"ვაიმეე, შოკი.
ხამი და ყველაფრის უნახავი. ამ სულელების გამო რამდენი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.
და თან მაგარ მუსიკას უსმენენ! ფუ, სამარცხვინოც არაა, ეს მარაზმია და დანაშაული!
მართვის მოწმობა კი არა, ბავშვი უნდა ჩამოერთვას.
ბავშვს პატრონი არ ჰყავს? დიდი რომ უპატრონო, ტვინგამოცლილია, ეტყობა.
ეს არის პოტენციური მკვლელი.
და თან ფეხებზე ჰკიდიათ კანონი, რადგან იციან, არ დაისჯებიან, ვიდეოს იღებენ და სოციალურ ქსელშიც ამაყად დებენ. ღმერთო, ცოტა ტვინი მიეცი ასეთ დებილებს, რა იქნება.
მამიდაშვილი, ახალგაზრდა გოგო ჩაგვიკლა მანქანაში ამისთანა ქლიავმა.
ასეთ დროს, მცირე ავარიის შემთხვევაშიც კი, თუ საჭის აირბაგი გაიხსნა, ჩათვალეთ, ბავშვი მსხვერპლია.
და მგონი, არც ისე მსუბუქად უდგას გაზზე ფეხი. არ არის ეს ხალხი ჯანმრთელი. სიცოცხლესთან თამაში გაგონილა? სულ ერთი წამი და ცხოვრება შეიძლება თავდაყირა დაგიდგეს" - წერენ ვიდეოს კომენტარებში.