loader

ერევნის სავაჭრო ცენტრში აფეთქების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა გაიზარდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ერევნის სავაჭრო ცენტრში აფეთქების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა გაიზარდა

ერევანში, "სურმალუს" სავაჭრო ცენტრში მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 6-მდე გაიზარდა, - ამის შესახებინფორმაციას მედია საშუალებები საგანგებო სიტუაციების სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებენ.

ბოლო მონაცემებით, დაშავებულია 61 ადამიანი.

შემთხვევა ერევანში, სავაჭრო ცენტრ „სურმალუში“ კვირას მოხდა. მერიის ინფორმაციით, პიროტექნიკური მასალების მაღაზიაში აფეთქება მოხდა, რის შემდეგაც ხანძარი გაჩნდა და შენობის ნაწილობრივი განადგურება გამოიწვია. სამაშველო ოპერაცია გრძელდება, რადგან ნანგრევების ქვეშ ადამიანები, შესაძლოა, ჯერ კიდევ იმყოფებოდნენ.