loader

"რომ დაგვინახა მათთან ერთად ვიდექით ლიფტში, რუსულად დაგვიწყო მოწოდება, გავსულიყავით... "მივაძახეთ "პუტინ ხუილო", რაზეც მე ყელში მწვდა, ჩემს დაქალს კი ხელი კრა" - რას წერს მოქალაქე ლიზა ბუცხრიკიძე ბათუმში მომხდარ ფაქტზე? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"რომ დაგვინახა მათთან ერთად ვიდექით ლიფტში, რუსულად დაგვიწყო მოწოდება, გავსულიყავით... "მივაძახეთ "პუტინ ხუილო", რაზეც მე ყელში მწვდა, ჩემს დაქალს კი ხელი კრა" - რას წერს მოქალაქე ლიზა ბუცხრიკიძე ბათუმში მომხდარ ფაქტზე?

მოქალაქე ლიზა ბუცხრიკიძე სოციალურ ქსელში წერს, რომ ბათუმში, მას და მის მეგობარს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. როგორც ბუცხრიკიძე განმარტავს, 60 წლამდე რუსი ქალი მას და მის მეგობარს იმის გამო დაუპირისპირდა, რომ ლიფტში მათი შესვლა არ ესიამოვნა.

მისივე თქმით, მომხდართან დაკავშირებით პოლიციასაც მიმართეს, თუმცა სამართალდამცველებს აღნიშნულ ფაქტზე რეაგირება არ მოუხდენიათ.

"იყიდება საქართველო:

გიყვებით ამბავს, რომელიც ყველამ უნდა წაიკითხოთ, კიდე ერთხელ რომ დარწმუნდეთ, თუ სად ვცხოვრობთ.

10.08.22

მე და ჩემი დაქალები ბათუმში ვისვენებდით. 4 აგვისტოს ჩავედით და 11 ში უკან დავბრუნდით. წამოსვლის წინა დღეს ანუ 10 აგვისტოს მე და ვეკო ლობჟანიძე ბულვარიდან ავდიოდით სახლში. ლიფტებს ეყენათ ჩიპები, რაც ჩვენ არ გვქონდა, ვინაიდან მეპატრონემ არ მიგვცა. თუ გაგვიმართლებდა და ვინმე დაგვხვდებოდა სადარბაზოსთან მივყვებოდით თუ არადა ფეხით ავდიოდით მეექვსე სართულზე. "გაგვიმართლა" და ამჯერად დაგვხვდნენ ლიფტთან და შევედით ლიფტში მე, ვეკო, ორი ქალბატონი, მამაკაცი და ორი მცირეწლოვანი ბავშვი. ლიფტი იტევს 10 კაცს. 60 წლამდე ქალბატონმა რომ დაგვინახა მათთან ერთად ვიდექით ლიფტში, რუსულად დაგვიწყო მოწოდება იმისა, რომ გავსულიყავით, რადგან პირველი ისინი შემოვიდნენ. ჩვენ ქართულად ვეუბნებით, რომ არსად არ გავალთ, რადგან ადგილი კიდევ არის და ჩვეულებროვად ავალთ. ეს ქალი 10 წუთის განმავლობაში გვეუბნებოდა, რომ გავსულიყავით, გვლანძღავდა, გვაგინებდა როგორც რუსულად ისე ქართულად. ჩვენ ვეუბნებოდით, რომ ხომ არ ავიწყდებოდა ვის ქვეყანაში იყო. გვეუბნებოდა, რომ რუსულად გველაპარაკა. ვუთხარი, რომ სულ რომ რუსული მცოდნოდა მაინც არ დაველაპრაკებოდი. საბოლოოდ ლიფტიდან გამოვედით და მივაძახეთ "პუტინ ხუილო", რაზეც გამოვარდა მე ყელში მწვდა, ჩემს დაქალს კი ხელი კრა, გვაგინა და გაგვლანძღა ორივე ენაზე. ბოლოს მასთან მყოფმა მამაკაცმა ლიფტში შეიყვანა.

რაც საწყენია, ქართველები იდგნენ კარს მიღმა, სეირს უყურებდნენ და ერთობოდნენ.

10-ის 26 წუთზე დავრეკე პოლიციაში, მოვუყევი ყველაფერი,11-ს რომ 20 აკლდა მოვიდნენ, წაგვიყვანეს ბაათუმის N1განყოფილებაში, სადაც ისე დაგვხვდნენ თითქოს საქართველო მართლა მხოლოდ ჩემი იყო. 2 საათნახევრის განმავლობაში ვიყავით დაკითხვაზე, ისიც კი მკითხეს მარჯვენა ხელით მომიჭირა ყელში თუ მარცხენა. რაც ,რა თქმა უნდა, არ მახსოვდა, იმდენად მოულოდნელი იყო ყველაფერი.

გვითხრეს, რომ უნდა ამოგვეცნო ეს რუსი ქალი. კი ბატონო 19382828 კაცში გავარჩევდი, ვუთხარი ეხლავე მიდით თქო და არა ეხლა გვიანია ეძინებათ ალბათო.

ხვალ დილის 11 საათზე მოგაკითხავთ ამოცნობაზე მოგიყვანთო, მზად იყავითო მაგ დროსო.

11 საათზე ჩაცმულ-დახურული ველოდეთ, საბოლოოდ მე დავრეკე აღარ მოდიხართ თქო და პასუხი იყო გავარკვევ დაგირეკავთო.

მესამე დღეა ველოდებით. ბათუმის N1 განყოფილება. ხელმძღვანელი: გიორგი მაჭარაშვილი.

ეს ქვეყანა რუსების არ უნდა იყოს!

პოლიციას არ უნდა ადარდებდეს რუსი გაიღვიძებს, თუ არა.

ჩემს ქვეყანაში ჩემს უფლებებს არ იცავენ, იმიტომ რომ ჩემი ქვეყანა რუსმა იყიდა.

იყიდება საქართველო დედით და მამით, შვილით და ძირით, ძმით, დით, ცოლით და ნათესავ-მოყვრებით.

ჰყიდის ყველა: თავადი, მღვდელი, ვაჭარი, ავაზაკი, დიდი და პატარა, ჭკვიანი და სულელი, ლოთი და პირაკრული.

იყიდება ყველგან: ქუჩაში და სახლში, თეატრში და სასამართლოში, სასწავლებელში, სატუსაღოში, ეტლში, მატარებელში, დილით და ღამით, სიცხეში და სიცივეში, დარში და ავდარში.

იყიდება ერთიანად: შავი ზღვიდან კასპიის ზღვამდე და ოსეთიდან სპარსეთამდე.

ნიკო ლორთქიფანიძე თურმე დღევანდელ საქართველოზე წერდა", - წერს ლიზა ბუცხრიკიძე.