loader

ეგვიპტის ერთ-ერთ ეკლესიაში ხანძრის შედეგად 41 ადამიანი დაიღუპა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ეგვიპტის ერთ-ერთ ეკლესიაში ხანძრის შედეგად 41 ადამიანი დაიღუპა

ეგვიპტის ქალაქ გიზაში ეკლესიაში გაჩენილი ხანძრის შედეგად სულ მცირე 41ადამიანი დაიღუპა, - ინფორმაციას Reuters-ი ქვეყნის უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ცნობით, დაშავებულია კიდევ 45 ადამიანი.

ელექტრომოწყობილობის გაუმართაობით გამოწვეული ხანძარი მაშინ გაჩნდა, როდესაც აბუ სიფინის ეკლესიაში 5 000-მდე მლოცველი იყო შეკრებილი. ხანძარს ეკლესიაში ჭყლეტა მოჰყვა.