loader

მძიმე კადრები ერევნიდან, სადაც ცოტა ხნის წინ სავაჭრო ცენტრში ძლიერი აფეთქება მოხდა - პირდაპირი ეთერი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მძიმე კადრები ერევნიდან, სადაც ცოტა ხნის წინ სავაჭრო ცენტრში ძლიერი აფეთქება მოხდა - პირდაპირი ეთერი

ერევანში აფეთქებისა და ხანძრის შედეგად, რომელიც სავაჭრო ცენტრ „სურმალუში“ მოხდა, ტერიტორიაზე ერთ-ერთი შენობა ჩამოინგრა. ნანგრევების ქვეშ შესაძლოა, ხალხი იყოს მოყოლილი. ამის შესახებ Sputnik-ი თვითმხილველებზე დაყრდნობით იუწყება.

მათივე ინფორმაციით, ჩამონგრევამდე შენობასთან ადამიანები იდგნენ, მაგრამ ამ დროისთვის მათი რაოდენობა უცნობია.

ერთ-ერთი ვერსიით, ჩამოინგრა შენობა, სადაც განთავსებული იყო პიროტექნიკის მაღაზია.

სომხეთის ჯანდაცვის სამინისტროში დაშავებულთა რაოდენობის შესახებ ზუსტი ინფორმაცია არ აქვთ. ადგილზე მინისტრის ერთ-ერთი მოადგილე იმყოფება და როგორც მედია წერს, უახლოეს პერიოდში გავრცელდება ოფიციალური ინფორმაცია.