loader

ამ წუთებში ერევანში ხანძარია - კადრები ადგილიდან - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ამ წუთებში ერევანში ხანძარია - კადრები ადგილიდან

ერევნის სავაჭრო ცენტრ „სურმალუში“ ძლიერი აფეთქება მოხდა, რასაც ხანძარი მოყვა.

საგანგებო სიტუაციათა სამინისტროს ინფორმაციით, ადგილზე რვა სახანძრო-სამაშველო ჯგუფი გავიდა.

უწყების ინფორმაციით, ხანძარს სირთულის მეორე ხარისხი მიენიჭა.

ადგილობრივი მედია იუწყება, რომ მომხდარი აფეთქების შედეგად, არიან დაშავებულები. ადგილზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფებია მობილიზებული.

სოციალური ქსელის მომხმარებლები წერენ, რომ ცენტრში ფოიერვერკები იწვის.