loader

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, თეთნულდის მიმდებარედ დარჩენილ სამ მთამსვლელთან კომუნიკაცია შედგა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, თეთნულდის მიმდებარედ დარჩენილ სამ მთამსვლელთან კომუნიკაცია შედგა

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, მწვერვალ თეთნულდის მიმდებარედ დარჩენილი სამი მთამსვლელი აცხადებს, რომ თავს კარგად გრძნობენ და მაშველთა დახმარება არ ესაჭიროებათ.

როგორც უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, ისინი დასახლებული პუნქტის მიმართულებით დამოუკიდებლად გადაადგილდებიან.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურსა და მწვერვალ თეთნულდის მიმდებარედ დარჩენილ 3 მთასვლელს შორის კომუნიკაცია შედგა. მთასვლელთა განცხადებით, თავს კარგად გრძნობენ, არ ესაჭიროებათ მაშველთა დახმარება და გადაადგილდებიან დამოუკიდებლად დასახლებული პუნქტის მიმართულებით. მაშველთა ჯგუფი უცხოელ მთასვლელთა შესახვედრად საპირისპირო მიმართულებით კვლავ აგრძელებს ქვეითად მოძრაობას. სამაშველო ღონისძიების ფარგლებში მწვერვალ თეთნულდიდან 6 მთასვლელიდან ორი დაშავებული პირი და ერთი გარდაცვლილის ცხედარი მაშველებმა შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენით მესტიაში გუშინ ჩამოიყვანეს“,-აღნიშნულია განცხადებაში.