loader

"ვერ ვიგებ როგორ ვძლებთ უერთმანეთოდ.. შენი დაბადების დღე თენდება, 5 წლის ხდები ანიტა“ - მარიკო სადრაძოს ემოციური წერილი შვილს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ვერ ვიგებ როგორ ვძლებთ უერთმანეთოდ.. შენი დაბადების დღე თენდება, 5 წლის ხდები ანიტა“ - მარიკო სადრაძოს ემოციური წერილი შვილს

პატარა ანიტა, რომელიც მძიმე სენმა დაამარცხა 5 წლის გახდებოდა.

„დაუვიწყარი იყო ჩვენი პირველი შეხვედრა, მაგრამ ვერაფრით ვიხსენებ უკანასკნელს… არასდროს წარმომედგინა ჩვენი დაშორება. ერთად ისეთი მაგარი ტიპები ვიყავით, ვერ ვიგებ ახლა როგორ ვძლებთ უერთმანეთოდ ან ვინ, სად, როდის და როგორ მიიღო ჩვენი დაშორების გადაწყვეტილება.

შენი დაბადების დღე თენდება, 5 წლის ხდები ანიტა. გილოცავ და ვულოცავ ჩემ თავს საოცარი გოგოს დედობას. მიყვარხარ, მენატრები“, – წერს ანიტას დედა, მარიკო სადრაძე სოციალურ ქსელში.